27 ივნისი, 2017
"მარად ახალგაზრდა“ - სოფია როტარუმ ახალი ვარცხნილობით ფურორი მოახდინა
მომღერალი სოფია როტარუ, იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და სოც.ქსელში, თუმცა მის ინსტაგრამ გვერდზე განთავსდა ფოტო, სადაც მომღერალს ახალი ვარცხნილობა აქვს.

„კარგ კვირას გისურვებთ“ - წერს სოფია ფოტოზე, რომელშიც თეთრი პერანგითა და მასიური საყურეებით პოზირებს.
როტარუს ასეთი ვარცხნილობა ძალიან უხდება, აღნიშნეს გამომწერებმა და კომპლიმენტებით აავსეს:


„შეუდარებელი“, „თვით სინაზე და მომხიბვლელობა“, „შესანიშნავი ქალი! მარად ახალგაზრდა! გიყურებთ და ვერ ვტკბები! სამუდამოდ ასეთი დარჩით!“, „ჩვენი დედოფალი“ - თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

ანა გარელი

ბეჭდვა