17 ივნისი, 2017
ის, რაც უნდა იცოდეთ პენელოპა კრუსის შესახებ
პენელოპა კრუსი, როგორც ესპანურ, ისე - ინგლისურ ენოვან ფილმებსა და სპექტაკლებში მონაწილეობს. ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია, მას ასევე საოცარი აღნაგობა და შესანიშნავი იმიჯი აქვს.

კრუსი 1974 წლის 28 აპრილს მადრიდში დაიბადა. მას ორი უმცროსი და ჰყავს.

ის ცხრა წლის განმავლობაში დადიოდა ნაციონალურ კონსერვატორიაში ბალეტის შესასწავლად, მოგვიანებით ქრისტინა როუთის ესპანური ბალეტისა და თეატრის სკოლაში მივიდა.

1989 წელს, როცა ის მხოლოდ 15 წლის იყო, "ნიჭიერში" გაიმარჯვა . გამარჯვებული ესპანურმა პოპ ჯგუფმა მუსიკალურ ვიდეოში "La
Fuerza del Destino"
გადაიღო.

1991 წელს, მან უმასპინძლა ესპანურ სატელევიზიო შოუს "La Quinta Marcha". ის, ასევე, გამოჩნდა ფრანგულ ეროტიკულ სერიალში "Série Rose."

1992 წელს შედგა კრუსის დებიუტი ესპანურ კომედიაში "Jamón, Jamón". მისი, როგორც ახალგაზრდა ორსული ქალის წარმოდგენა, კრიტიკოსებმა აღიარეს "მთავარ სექს სიმბოლოდ". მან მიიღო გოიას ჯილდო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

ამავე წელს, მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ დრამაში "Belle Époque," რომლისთვისაც, მან მიიღო ესპანელი მსახიობების კავშირის ჯილდო საუკეთესო წარმოდგენისთვის.

ფილმმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაში. ოთხმოცდაათიან წლებში ის, ასევე, გამოჩნდა რამდენიმე ესპანურ ფილმში: "Todo es mentira" (1994), "La Celestina" (1996), "Carne trémula" (1997), "Don Juan" (1998), "La niña de tus ojos" (1998), და "Volavérunt" (1999).

კრუსის ჰოლივუდური დებიუტი 1998 წელს შედგა, ფილმით "The Hi-Lo Country," ბილი ქრუდიუფთან, ვუდი ჰარელსონთან და პატრიცია არქიუეტთან ერთად.

ამას მოჰყვა რომანტიკული კომედია "ლამაზმანი" და დასავლური დრამა "მოუთოკავი გულები".

2001 წელს, კრუსმა ითანამშრომლა ჯონი დეპთან კრიმინალურ დრამაში "აფეთქება", ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო, მუსიკალურ დრამაში "კაპიტან კორელის მანდოლინა", რომლის დამსახურებითაც მან მიიღო ჯილდო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

უკვე ჰოლივუდის ვარსკლავი, პენელოპა კრუსი თანამშრომლობდა ჰოლივუდის ა-კლასის მსახიობებთან. მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "გამოღვიძება რენოში" (2002), "შენიღბული და ანონიმური" (2003), "გოთიკა" (2003), "ნოელი" (2004), "თავი ღრუბლებში " (2004), "საჰარა" (2005), "ქრომოფობია" (2005), "ძილი ნებისა" (2007), "ელეგია" (2007).


2010 წლის ივლისში, პენელოპა დაქორწინდა ჰავიერ ბარდემზე.

2011 წელს, პენელოპამ შეასრულა ანჟელიკას როლი "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეოთხე ნაწილში". ამავე წელს მსახიობს გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდში.


ცნობილია, რომ მსახიობი დედა ტერეზას მიმდევარია. მან "The Hi-Lo Country"-ის ხელფასი დედა ტერეზას მისიისთვის გაიღო. ის, როგორც მოყვარული ფოტოგრაფი ტიბეტელ ბავშვებთან ერთად დაესწრო გამოფენას ნეპალში.

მერიემ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS