13 ივნისი, 2017
ბელა ჰადიდს ახალი ბოიფრენდი ჰყავს
The Weeknd-თან დრამატული დაშორების შემდეგ ბელა ჰადიდს მოკრივე ენტონი ჯოშუასთან, სასტუმრო Sanctuary Hotel მფლობელთან, ჰენკ ფრეიდთან და მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან რომანს მიაწერდნენ.

თუმცა, დასავლური მედიის უახლესი ინფორმაციით, მოდელი სულ უფრო ხშირად ჩნდება ავსტრალიელ მოდელთან, ჯორდან ბარეტთან ერთად.

პირველად ბელა და ჯორდანი კანში, იახტაზე დასვენებისას შენიშნეს.

უქმეების მიწურულს კი ბარეტი ჰადიდის აპარტამენტის შესასვლელში დაინახეს.

გუშინ, Charity Foundation Party-ის საქველმოქმედო ვახშამს დაესწრნენ. წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცალ-ცალკე მივიდნენ, თითქმის მთელი საღამო ერთად გაატარეს.

ანა გარელი
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS