26 მაისი, 2017
ტყუპი რომლებიც სხვადასხვა კანის ფერით დაიბადნენ - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ისინი 20 წლის შემდეგ(+ ვიდეო)
ტყუპის დედა მულატი, მამა კი თეთრკანიანი გახლავთ. ინგლისელი ოჯახი ძალიან გაკვირვებული იყო ფაქტით, როცა მათი შვილები სხვადასხვა კანის ფერით დაიბადნენ. 20 წლის შემდეგ კი მათი განსხვავება კიდევ უფრო რადიკალური გახდა.

დები საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბევრს არც კი სჯერა, რომ ისინი დები არიან. სამწუხაროდ ამის გამო გოგონებს სკოლაში პრობლემებიც შეექმნათ, მათ დასცინოდნენ.

"ფიქრობნენ, რომ მე მიშვილეს. მოჩვენებას მეძახდნენ" - თვალცრემლიანი ჰყვება ლუსი.

"ადრე ძალიან ბევრს ვტიროდი. არც ახლა მომწონს ჩემი ხვეული
თმა" - ამბობს მარია და დის წითურ თმას ეფერება.

ისინი ამტკიცებენ, რომ ტყუპები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. თუმცა ერთმანეთის განსხვავებას პატივს სცემენ.

დღეს მათ სურთ, რომ გარშემო მყოფები შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ტყუპები არიან და შეწყვიტონ მათი დაცინვა.

"თუ ოდესმე შვილები მეყოლება, ისინი შესაძლოა ლუსის გავდნენ" - ამბობს მარია.

ანა გარელი

ბეჭდვა