19 მაისი, 2017
კანის კინოფესტივალზე ადრიანა ლიმამ ყველა დაჩრდილა
კანის მეორე საკონკურსო დღეს ყველაზე მასშტაბური პრემიერა ანდრეი ზვიაგენცევის ფილმი „Нелюбовь“ გახლდათ. უამრავ სტუმარს შორის წელს ადრიანა ლიმაც იყო.

Victoria’s Secret -ის „ანგელოზი“ თეთრ კაბაში ბრწყინავდა. მოდელის ერთდროულად ძალიან ქალურმა და სექსუალურმა გამოსვლამ მოდის კრიტიკოსებისგან მოწონება ერთხმად დაიმსახურა.

სუპერმოდელის ელეგანტურ სამოსს სტილისტებმა უკან გადაწეული მისი იდეალური თმა დაურთეს. მისი სექსუალურობის ტემპერატურას კი კიდევ უფრო სწევდა მარჯნისფერი პომადა.

ანა გარელი

Rating
Rating

Rating
Rating
ბეჭდვა