22 ნოემბერი, 2013
მაილი საირუსის სიშიშვლემ მსოფლიო მაყურებელი გააოგნა
მეტი მოკრძალებულობისკენ მოუწოდა და პასუხად უარესი შეურაცხყოფა მიიღო მაილისგან, რის გამოც მაილის ბევრად უფროსი მომღერალი სასამართლოთიც კი დაემუქრა მაილი საირუსი უკვე უმართავი გახდა. მისი ნაბიჯები სულ უფრო და უფრო ამორალური, სკანდალური და შოკის მომგვრელია. ამჯერად თავი ევროპული MTV-ის დაჯილდოებაზე გამოიჩინა. ჯილდოებს ამსტერდამში გადასცემდნენ. ჰოლანდია, როგორც ცნობილია, არ არის მსუბუქი ნარკოტიკების წინააღმდეგი.

ჰოდა, მაილიმ ეს ამბავი გამოიყენა და ხელით შეკეთებული სიგარეტი, რომელიც ძალიან ჰგავდა მარიხუანას, პირდაპირ სცენაზე გააბოლა. მაილის კოსტიუმიც საკმაოდ თამამი ეცვა და მაყურებელი პირდაპირ
მონუსხა.

საერთოდ, იმ ცერემონიაზე რამდენჯერმე გამოიცვალა სამოსი და ყოველ ჯერზე ეპატაჟური და გამომწვევი იყო. მან ჯილდოც მიიღო ნომინაციაში ''წლის საუკეთესო ვიდეო'' . ეს საპატიო ტიტულმა მისმა Wrecking Ball-მა დაიმსახურა.

იმ დღეს ახალგაზრდების კერპი ჯასტინ ბიბერი აღიარეს ''საუკეთესო შემსრულებელ მამაკაცად'' , ქალებს შორის ეს ტიტული კეტი პერის ხვდა წილად. საუკეთესო სიმღერად კი ბრუნო მარსის Locked Out of Heavenგამოცხადდა.

Rating

თუმცა ისევ მაილის დავუბრუნდეთ.
ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ მაილის ცნობილი მომღერალი შინაიდ ო კონორი აუმხედრდა, მეტი მოკრძალებულობისკენ მოუწოდა და პასუხად უარესი შეურაცხყოფა მიიღო მაილისგან, რის გამოც მაილის ბევრად უფროსი მომღერალი სასამართლოთიც კი დაემუქრა.

ახლა კი საირუსის შესახებ აზრი გამოთქვა უკვე არა მასზე ბევრად უფროსმა, არამედ ახალგაზრდა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა. ჯენიფერს ჰკითხეს, თავადაც თუ აპირებს, მაილის მსგავსი ეპატაჟურობით მიიქციოს მეტი ყურადღება.

ჯენიფერის თქმით, მისგან ასეთ რამეს არ უნდა ველოდეთ. ''ყველას თავისი გზა და თავის დამკვიდრების საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგიერთებისთვის ასეთი საშუალება საუკეთესოა - ასე თავს მეტად სექსუალურად გრძნობენ და სწორედ ამგვარად სურთ გამოსვლა.

მე ეს არ მაღელვებს. ეს იმ სამყაროს ნაწილია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს გასართობი ინდუსტრიის ნაწილია, რომელიც კარგად იყიდება. სექსუალურობა მოთხოვნადია და რაღაც საზიზღარი მიზეზის გამო უკეთ იყიდება ის, ვინც უფრო ნორჩია''.

მართალია, ჯენიფერი ამბობს, რომ მაილის არ განსჯის და სავსებით ესმის, ეს ყველაფერი მისი კარიერის ნაწილია, თუმცა ფაქტია, რაც მაილი საირუსის პოპულარობა და ტიტულები უფრო მატულობს, პარალელურად იზრდება მსოფლიო საზოგადოების გაღიზიანება მისი ზღვარგადასული ეპატაჟურობისა და გარყვნილების გამო.

იმედია, მისი პროდიუსერებიც გაითვალისწინებენ ამ ფაქტს და როგორც ფორუმებზე წერენ ხოლმე, ამ პატარა გოგოს მთლად ქუჩის მეძავად არ აქცევენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
ჩემთვის ეს არის ''რას გავს'', სხვისტვის ნეტავ რა?
02:44 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS