16 მაისი, 2017
ივან ურგანტისა და ნატალია კიკნაძის ქალიშვილი 10 წლის გახდა - ტელეწამყვანი გოგონას ამაღელვებელ ფოტოს აქვეყნებს
39 წლის ტელეწამყვანმა, ივან ურგანტმა საკუთარ ინსტაგრამზე, ქალიშვილის, ნინას 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფოტო გამოაქვეყნა.

"მამის ასლი", "საყვარელი გოგონა", "ღიმილი თვალებში" - წერენ ფოტოზე. რამდენიმე საათში ფოტომ 180 ათასი მოწონება დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ივანისთვის ქალიშვილის დაბადების დღეზე ინსტაგრამზე ნინას ფოტოს გამოქვეყნება ტრადიციად იქცა.
შეგახსენებთ, რომ ივან ურგანტი მრავალშვილიანი მამაა. ნატალია კიკნაძესთან ქორწინებაში მას 2 ქალიშვილი ჰყავს - ნინა და ვალერია. გარდა ამისა, წამყვანი ნატალიას უფროს ქალიშვილსაც ზრდის, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან, ქართველი ბიზნესმენის, ვახტანგ კუტალიასგან
ჰყავს.

ანა გარელი

ბეჭდვა