25 აპრილი, 2017
ჯულია რობერტსმა დერბის შემდეგ მესისთან და რონალდუსთან ფოტო გადაიღო (+ ვიდეო)
ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჯულია რობერტსი ესპანეთის ჩემპიონატის, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ 33-ე ტურის მატჩს დაესწრო.

თამაშის შემდეგ ჯულია რობერტსმა ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტო გადაიღო. რობერტსი "რეალის" სხვა მოთამაშეებსაც გაესაუბრა, მათ შორის გუნდის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს. მას გასახდელში შესვლის უფლებაც დართეს.

"რეალსა" და "ბარსელონას" შორის თამაში "სანტიაგო ბერნაბეის" სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 3:2 დასრულდა. მესი ორი გოლის ავტორი გახდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS