27 მარტი, 2017
ქეთა თოფურიას დედა ჰყვება, რომ მისი ქალიშვილი ქმარს თვეობით ვერ ნახულობს
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას, უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ინფორმაცია ვარსკვლავების საერთო ნაცნობმა დაადასტურა. იმასაც ამბობდნენ, რომ გუფმა ნარკოლოგიურ კლინიკაში რეაბილიტაცია ქეთას თხოვნით გაიარა.

Rating

გავრცელებული სიახლეები ქეთასთვის, რა თქმა უნდა, უსიამოვნო აღმოჩნდა, რადგან წლებია ბიზნესმენ ლევ გეიხმანზეა დაქორწინებული.

თოფურიამ და გუფმა ფარულ რომანზე ჭორები უარყვეს, თუმცა, გაირკვა, რომ მომღერალს ქორწინებაში გარკვეული პრობლემები მაინც აქვს.
Rating
გადაცემაში „Ты не поверишь!“ ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მომღერალი ქმარს პრაქტიკულდ
ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

„ბოლოს ლევი მოსკოვში დეკემბრის ბოლოს ჩამოვიდა. მთელი საახალწლო არდადეგები ქეთასთან და ქალიშვილთან ერთად გაატარა და წავიდა. თითქმის 3 წელია დაქორწინებულები არიან, თუმცა ერთმანეთს დღემდე იშვიათად ხვდებიან.

Rating
ოლივია მამას დროდადრო ნახულობს - რომელ აღზრდაზეა საუბარი? მაგრამ ქეთა გადასვლას არ აპირებს“ - ჰყვება ნატალია თოფურია.

ამბობენ, რომ ქეთა და ლევი მალე განქორწინდებიან. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, თავად მომღერალი ამაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

ანა გარელი

ბეჭდვა