23 მარტი, 2017
იულია სამაილოვა "ევროვიზია-2018"-ზე წავა, რუსეთი კი კონკურსს ტელევიზიით არ გადმოსცემს
წელს საერთაშორისო კონკურსი "ევროვიზია-2017" კიევში გაიმართება. რუსეთი 27 წლის, შშმ პირს, იულია სამაილოვას უნდა წარედგინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა მომღერალს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

იულიასა და მის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსმა ვარსკვლავებმა. ცნობილები ერთხმად აცხადებენ, რომ მუსიკალურ კონკურსში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს.

თუმცა, უსიამოვნებების მიუხედავად, Life.ru-ს ცნობით, იულიამ სასიხარულო ამბავიც შეიტყო. "ევროვიზიის" კონკურსზე რუსეთს ის მომდევნო წელს წარადგენს.

უკრაინის მიერ სამაილოვას დაბლოკვა უპასუხოდ არ დატოვეს რუსულმა ტელეარხებმა. 23 მარტს, ცნობილი გახდა, რომ
წელს რუსეთის პირველი არხი და ВГТРК "ევროვიზია-2017"-ს ეთერში არ გაუშვებენ.

ანა გარელი

Rating
ბეჭდვა