22 მარტი, 2017
"უსირცხვილო" - ვერა ბრეჟნევამ დეკოლტის სიღრმეს გადააჭარბა და კრიტიკა დაიმსახურა
მომღერალმა, ვერა ბრეჟნევამ ინსტაგრამზე პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა. თამამ სამოსში ის, შესანიშნავი სხეულის დემონსტრირებას ახდენს.

ვერა ბორდოსფერ, ღრმა დეკოლტიან კაბაში, აფუებული ვარცხნილობით პოზირებს.

გვერდის გამომწერებმა ბრეჟნევა ზედმეტად ღრმა დეკოლტის გამო გააკრიტიკეს:

"ვერა, მკერდი დამალე, არ გიხდება!"; "კაბის გარეშეც შეიძლებოდა"; "სირცხვილი სულ დაკარგა"; "საზოგადო ქალბატონისთვის მსგავსი დეკოლტე მიუღებელია"; "ვარცხნილობაზე როგორ გიყურო, თუ ასეთი დეკოლტეა?" - წერენ სოც.ქსელის მომხმარებლები.

ანა გარელი

Rating
ბეჭდვა