17 თებერვალი, 2017
ვერა ბრეჟნევამ უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - როგორ გამოიყურება მომღერალი კოსმეტიკის გარეშე
პოპულარული მომღერალი და მსახიობი, ვერა ბრეჟნევა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში კოსმეტიკურ საშუალებებს საერთოდ არ იყენებს.

კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის მეუღლემ საკუთარი სიტყვები Instagram Stories - ზე გაზიარებული ახალი ფოტოთი დაამტკიცა. 35 წლის მომღერალმა უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტო განათავსა.

Rating



"მაკიაჟის მიმართ სიყვარული - ეს მხოლოდ დახმარებაა ჩვენი სახისთვის, უკეთესად გამოვიყურებოდეთ" - მიიჩნევს ვერა ბრეჟნევა.

მისი თქმით, ტონალურ კრემს მხოლოდ გადაღებებსა და კონცერტებზე იყენებს, დანარჩენ შემთხვევაში კორექტორსა და პუდრს მიმართავს, პომადას კი დამარბილებელი ბალზამითა და ტუჩის ფანქრით
ანაცვლებს.

ანა გარელი

ბეჭდვა