16 თებერვალი, 2017
კიანუ რივზი ამბობს, რომ ის მამა არასდროს გახდება - მსახიობის ტრაგიკული ამბავი
კიანუ რივზი ბრიტანული გამომცემლობის Esquire მარტის ნომრის გმირია. მსახიობი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა და ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ჟურნალისტმა მსახიობს სამომავლო გეგმებზე, ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე დაუსვა კითხვევი, რაზეც გულახდილი პასუხი მიიღო: "ძალიან გვიანია. ყველაფერი დასრულდა. 52 წლის ვარ და მამობას არ ვაპირებ" - თქვა მსახიობმა.

მოსაუბრემ ამ პასუხზე განუმარტა, რომ მამობა ნებისმიერ ასაკში დასაშვებია და მაგალითად 73 წლის მიკ ჯაგერი მოიშველია, რომელსაც ბალერინა მელანი ჰემრიკმა 2016 წლის დეკემბერში ვაჟი გაუჩინა. თუმცა ამ არგუმენტებმა კიანუს გადარწმუნება
ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ კიანუ რივზი დაქორწინებული არასდროს ყოფილა, 1999 წელს კი მას და მის მეგობარ გოგოს, მსახიობ ჯენიფერ საიმს მკვდარი შვილი შეეძინათ. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, საიმსი ლოს-ანჯელესში ავტოავარიაში დაიღუპა.

ანა გარელი

ბეჭდვა