02 თებერვალი, 2017
მელანია ტრამპი ქმართან ერთად თეთრ სახლში საცხოვრებლად არ გადადის
აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის მეუღლე ცალკე ცხოვრობს.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ საზოგადოებას უყურადღებოდ არ დარჩენია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანიას ურთიერთობა არც ისეთი უღრუბლოა, როგორც პირველ შეხედვაზე მოგეჩვენებათ.

Rating

ცერემონისს დროს, ბარაკ და მიშელ ობამებისგან განსხვავებით, რომლებსაც საჯაროდ გრძნობების გამოხატვის არასდროს რცხვენოდათ, წყვილს საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონდა.

ინაუგურაციის ონლაინ ტრანსლაციისას, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ტრამპი მელანიას რაღაცაზე ესაუბრება.

მისი შემობრუნების შემდეგ კი, განაწყენებულმა მელანიან სიბრაზე ვერ დამალა და ეს მის სახეზე აშკარად
აისახა.

ვაშინგტონის უკანასკნელი ცნობებით, პირველი ლედი ქმართან ერთად თეთრ სახლში გადასვლას არ გეგმავს, რაც მათ ქორწინებაში უთანხმოების დასტური გახდა.
Rating
წყაროს ცნობით, მელანია, 10 წლის ვაჟთან, ბარონთან ერთად ნიუ-იორკის მდიდრულ პენთჰაუზში ცხოვრობს. მანამდე იგეგმებოდა, რომ მელანია თეთრ სახლში სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გადავიდოა, თუმცა ახლა მისი იქ გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ინსაიდერები ასევე ამხელენ, რომ მელანია დანებებას მაინც არ აპირებს და ახალი როლის მორგებაზე უარს არ იტყვის. ახლა ის აქტიურადაა ჩართული საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებში, რათა სოციალური და საქველოქმედო პროექტები გააგრძელოს, თუმცა ქმრისგან მოშორებით.

ანა გარელი

Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ფსიქოლოგი
არავითარი, ტრამპი თავისებური კაცია, ამ სურათებზე ყველა ჩაფიქრებულია, დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თავზე და კარგად იციან რას ნიშნავს ეს, მიშა და ნაც. მოძრაობა არ გეგონოთ.
12:25 / 04-02-2017
გამოხმაურება / 0 /
kai erti
რა მელანია ტრამპი აგიტყდათ , უამრავი მელანოა გაუთხოვარი ჩვენში და უამრავი კაცი ვერ დაოჯახებულა უსახსრობისა და უქონლობის გამო , იმას მიხდეთ და მათ რა ეშველებათ ის ვიფიQროთ . ტრამნპები სად იცხოვრებენ , რა ვინმეს საქმეა . უკუდო ხარი სხვას ბუზებს აგერებდაო , ეგრეა რა . საქმე არ გაქვთ , ვის აინტერესებს მელანია თრამპმა რა უთხრა და როგორ შეხედა ქმარს ?
21:25 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS