31 იანვარი, 2017
ქეთა თოფურია რეპერ გუფთან რომანზე საუბრობს - ''ქმარს ჯერ არ დავშორებივარ''
ჯგუფის A'Studio სოლისტი, ქეთა თოფურია რუს რეპერთან, გუფთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს.

მომღერალი 37 წლის რეპერთან ურთიერთობაზე ერთ-ერთ რუსულ საიტთან ინტერვიუში ჰყვება:

- ქმარს ჯერ არ დავშორებივარ. ხოლო გუფთან და ჯგუფ Center - თან უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ საერთო სიმღერის ჩაწერამდე ვმეგობრობდი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით.

ერთად არ ვისვენებდით და ფოტოებზე მე არ ვარ - განაცხადა A'Studio-ს სოლისტმა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი გამომცემლობა Life-ის ფოტოობიექტივში მოხვდა. ჟურნალისტი რედაქციის დავალებით
Baan Tawantok Villa
- ის ვილას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდა, სადაც გუფი და ქეთი ახალი წლის არდადეგებს ატარებდნენ.

ანა გარელი


Rating
ბეჭდვა