16 იანვარი, 2017
ელტონ ჯონი, ანტონიო ბანდერასი, მერაია ქერი და სხვა ვარსკვლავები რუსი მილიარდერის ქორწილში
ლონდონში ქორწილი გაიმართა, რომელმაც გასული წლის ლიდერი ქორწილები ჩამოიტოვა.

ლონდონში, რუსი მილიარდერის ვალერი კოგანის შვილიშვილის, 19 წლის ირინას ქორწილი გაიმართა. დღესასწაულზე მთელი სამყარო შეიკრიბა. ესწრებოდნენ არა მარტო რუსული, არამედ დასავლური შოუ-ბიზნესის წევრებიც. ირინა კოგანის რჩეული, მისი თანატოლი, ინგლისური წარმომავლობის ებრაელი დენიელ კენვეია. ახალგაზრდებმა ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს, სადაც ირინა ცხოვრობს და სწავლობს.

Rating

სტუმრებს შორის იყვნენ - პოლად ბულბულ ოღლუ, ფილიპ კირკოროვი, იგორ ნიკოლაევი, ანნა ნეტრებკო ქმართან, იოსიფ ეივაზოვთან ერთად, სტას მიხაილოვი, ვლადიმირ ვინოკური და სხვები. საღამოს
წამყვანები იყვნენ იანა ჩურიკოვა და ვალდის პელში.

ლონდინში, ქორწილს რუსი ცნობილების გარდა ესწრებოდნენ - ანტონიო ბანდერასი და ელტონ ჯონი მერაია ქერისთან ერთად, რომლებმაც სტუმრები საკუთარი გამოსვლებით გაახარეს.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ჟურნალ "Forbes"-ის რეიტინგებში ვალერი კოგანი, რუსეთის 200 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის 41-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ანა გარელი





RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS