12 იანვარი, 2017
უკრაინაში დედამ საყვარლის გამო შვილები 9 დღით სახლში მარტო დატოვა - ბიჭი გარდაიცვალა, გოგონა კი სიცოცხლისთვის იბრძვის
შოკისმომგვრელი შემთხვევა უკრაინის დედაქალაქში მოხდა. 20 წლის დედამ, შვილები სახლში მთელი 9 დღით მარტო დატოვა და საყვარელთან წავიდა. ბიჭი, რომელიც 1 წლის და 11 თვის იყო, გარდაიცვალა, 2 წლის და 10 თვის გოგონა კი გარდაცვლილ ძმასთან ერთად 3 დღე სახლში მარტო იმყოფებოდა. შედეგად გოგონა უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გადაიყვანეს.
დედა, კიევში მცხოვრები, 20 წლის ვლადისლავა პოდჩაპკო მოტივს არ ასახელებს.

ერთი თვის წინ, გოგონამ მესამე ბავშვი გააჩინა. გოგონა სწორედ ბავშვის მამასთან იყო სტუმრად, ქალაქის მეორე ბოლოში. სახლში
დატოვებული შვილები კი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გაახსენდა და შინ მათ გამოსაკვებად დაბრუნდა, თუმცა ნამდვილი ტრაგედია დახვდა. 6 დეკემბრის ღამეს, ქალმა პოლიცია თავად გამოიძახა და თავს იმით იმართლებდა, რომ არ ეგონა, თუ ბავშვები მოკვდებოდნენ.

პოდჩაპკოს უფროსი შვილები, პირველი ქორწინებიდან ჰყავდა და როგორც ჩანს, ისინი ნაკლებად უყვარდა.

მეზობლები იმდენად იყვნენ ბავშვების ტირილს მიჩვეული, რომ იმ დღეებში მათ ტირილზე განსაკუთრებული ყურადღება არავის გაუმახვილებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების სახლში მარტო ყოფნის შესახებ იცოდა ბებიამ. მან შვილიშვილებს საჭმელიც მიუტანა, თუმცა კარის გაღება ვერ შეძლო და უბრალოდ წავიდა.

ბავშვთა უფლებების დამცველი, ნიკოლაი კულება იმ ფაქტმა შეძრა, რომ ბავშვები სახლიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ, შესასვლელ კართან ლინოლეუმიც კი აეგლიჯათ.

ახლა დედა პროკურატურაში ზის და ამბობს, რომ არ იცოდა, თუ ბავშვები შესაძლოა მომკვდარიყვნენ.

ამ დანაშაულისთვის მას 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ანა გარელი

ბეჭდვა