11 იანვარი, 2017
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვებგვერდზე 90 წლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებგვერდზე 90 წლის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გავრცელდა.

სიახლე 10 იანვრის გვიან საღამოს გამოჩნდა, თუმცა მალევე წაშალეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ინფორმაციის კოპირება მოასწრეს და ამბავმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.

სტატიის ცნობით დედოფალი საკუთარ რეზიდენციაში 9 იანვრის დილას, ძილში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია თავად დედოფლის ვაჟის, პრინც ჩარლზის მიერაა დაწერილი.

ამ ამბავმა ბრიტანელები ძალიან დაამწუხრა და დააბნია - შესაძლოა მონარქების წარმომადგენლები მზად არ არიან ინფორმაციის დასადასტურებლად ან საიტი გატეხეს.

გარდა ამისა, ცოტა ხნის
წინ, ბრიტანული მედია დედოფლის ავადმყოფობაზე საუბრობდა. ამბობდნენ, რომ ელისაბედ II-ს ძლიერი ხველა აწუხებდა.

დედოფალი ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. ის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი გახლავთ.

ანა გარელი

Rating
ბეჭდვა