10 იანვარი, 2017
ორსული ამალ ქლუნი ლონდონში, კინო პრემიერაზე
ფართო ჭრილის კაბამაც ვერ დაფარა მისი მომრგვალებული მუცელი.

გამოცემა Daily Star ირწმუნება, რომ წყვილი ტყუპებს ელოდება. ვარსკვლავური წყვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ მათ ერთობლივ ფოტოზე, ისედაც ყველაფერი ნათელია.

ლონდონში, The White Helmets-ის პრემიერაზე, ამალიDolce & Gabbana--ს კაბით მივიდა. თავისუფალი ჭრილის კაბამაც ვერ შეძლო მისი მომრგვალებული მუცელის დამალვა.

როგორც ჩანს, მალე კიდევ ერთი ჰოლივუდური წყვილი მოირგებს მშობლების სტატუსს.

შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა ეს მორიგი ჭორი აღმოჩნდა. 
იხილეთ ფოტოგალერეა


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS