10 იანვარი, 2017
განუმეორებელი ორნელა მუტის რჩევები და სილამაზის საიდუმლო
გრძელთმიანი ლამაზმანი - ორნელა მუტი, მსუბუქი რუჯით, ცისფერი თვალებით, სავსე ტუჩებითა და საყვარელი ღიმილით, ყველამ კარგად ვიცით. ამ განუმეორებელმა ქალმა უამრავი მამაკაცის გული დაიმონა და თავის დროს ევროპული კინოს სექს-სიმბოლო გახლდათ.

ორნელა მუტის უჭკნობი სილამაზის მაგალითად მოიხსენიებენ. მსახიობი რამდენჯერმე ყველაზე მიმზიდველ ქალად დაასახელეს არა მარტო იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

გთავაზობთ მომხიბვლელი ლამაზმანის სილამაზის საიდუმლოს

- მიყვარს სპორტით დაკავება - ეს ვნებაა.

- ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ. არ მომწონს სიმთვრალე და მთვრალი არასდროს ვყოფილვარ.

- მოძრაობა - კარგ
ფორმაში ყოფნის საუკეთესო საშუალებაა.

- გარშემო მხიარული და ბედნიერი ხალხი შემოიკრიბეთ.

- ბრილიანტების სილამაზეს არ უარვყოფ, მაგრამ რით არის ნაკლები მაგალითად ლალი?

- სიბერე მტკივნეულია. მაგრამ მისი უარყოფა ფარისევლობა.

- შარმი - იღბალის საკითხია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე, თუ ისე, ის ყველა ქალს აქვს.

- შესაძლოა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთო და კმაყოფილი იყო და შესაძლოა კმაყოფილი იყო პლასტიკურ ქირურგიაზე
უარის თქმით.

- ასაკს ვერ დაემალები. მთავარია როგორ გამოიყურები.

- მე ვეგეტარიანელი ვარ - არ ვჭამ ხორცს, რძის პროდუქტებს, თევზს იშვიათად.

- კვება, მოძრაობა, სულიერი მდგომარეობა, სიყვარული - ერთიანი უნდა იყოს.

- რომელი პლასტიკური ქირურგია? მე მაგალითად, ლამაზი მკერდი ბუნებისა და ჩემი 3 შვილის წყალობით მაქვს, რომლებსაც
ძუძუთი საკმაოდ დიდხანს ვკვებავდი.

- მომწონს, როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის იდეალურად გამოვიყურები.

- საკუთარ თავში ყოველთვის ვეძებ ნაკლს და მუდმივად სრულყოფილებისკენ ვისწრაფი.

- ჩემი სახე უკეთესი არ ხდება, მაგრამ როცა ჩემში სიბერის ელემენტებს ვამჩნევ, ვცდილობ ფილოსოფიურად მივიღო.

ორნელა მუტი 60 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება. დაკავებულია სპორტით, არ აქვს მავნე ჩვევები, ცდილობს კარგად გამოძინებული იყოს და ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს. საკუთარი ჰონორარის ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და ამის აფიშირებას არ ახდენს. სხვა ადამიანების მსგავსად იდეალური არც ორნელაა, მაგრამ მისაბაძი ნამდვილად არის.

ანა გარელი

ბეჭდვა