რეიტინგული ფოტო
 
ახალი თურქული სერიალის "გონული" მთავარი გმირის, ოქჩე ბაჰადირის წარუმატებელი პირადი ცხოვრება
ახალი თურქული სერიალის "გონული" მთავარი გმირის, ოქჩე ბაჰადირის წარუმატებელი პირადი ცხოვრება
10 იანვარი, 2017
ქართულ ტელესივრცეში ახალი თურქული სერიალი, სახელად "გონული" გამოჩნდა. სერიალი მოგვითხრობს გოგონას, სახელად გონულის ისტორიას. მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, დაკარგა მშობლები და თავშესაფარში გაიზარდა. წლების შემდეგ, გოგონამ განათლება მიიღო და ექთნის პროფესიას დაეუფლა. სამსახურში გონულს ყველაფერი კარგად მისდის, თუმცა პირად
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცხოვრებაში არ უმართლებს.

სერიალში, მთავარი გმირის, გონულის როლს მსახიობი ოქჩე ბაჰადირი ასრულებს. მსახიობი თურქეთში, 1981 წელს დაიბადა. გოგონა ბავშვობიდან მედია სივრცეში მუშაობაზე ოცნებობდა, ამიტომ სტამბოლის აკადემიაში ჩაირიცხა და "რადიო და ტელევიზიის" ფაკულტეტი დაამთავრა. სწორედ აქედან მოხვდა ოქჩე ბაჰადირი კინოინდუსტრიაში.

აკადემიაში სწავლისას, გოგონა ადგილობრივ რადიოსადგურში მუშაობდა, პარალელურად სამსახიობო კურსებს გადიოდა.
სწავლის დასრულების შემდეგ, ოქჩემ მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო და სხვადასხვა გადაცემები მიჰყავდა. მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ყველა არსებულ კასტინგსა თუ სინჯებზე იწვევდნენ.

მსახიობის სადებიუტო ნამუშევარი, კომედიური სერიალი "ტკბილი ცხოვრება" იყო, მაგრამ პოპულარობა ფილმმა "ფოთოლცვენა" მოუტანა. მისი ხასიათი დაეხმარა როლი ზუსტად მოერგო, ამიტომ მაყურებლის ყურადღება მალევე მიიქცია.

რამდენიმე წლის წინ ოქჩემ "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის" პრემია მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისეთი წარმატებულია.

2011 წელს ოქჩე ბაჰადირი ერთ-ერთი ცნობილი თურქი მსახიობის ვაჟს გაჰყვა ცოლად, მაგრამ ქორწინება მტკიცე არ აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს მალევე გაეყარა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა