რეიტინგული ფოტო
 
კიმ კარდაშიანის გაქურდვის საქმეზე 16 პირი დააკავეს - მძარცველები ვარსკვლავს ზურგში იარაღის სროლით ემუქრებოდნენ
კიმ კარდაშიანის გაქურდვის საქმეზე 16 პირი დააკავეს - მძარცველები ვარსკვლავს ზურგში იარაღის სროლით ემუქრებოდნენ
09 იანვარი, 2017
რეალითი-შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის პარიზში გაქურდვის საქმეზე, რაც 2016 წლის 3 ოქტომბერს მოხდა, საფრანგეთის პოლიციამ 16 პირი დააკავა.

რადიო Europe 1-ის ცნობით, დამნაშავეები დღეს, 9 იანვარს, საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში აიყვანეს. დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ცნობილია, რომ ქურდებმა შემთხვევის ადგილზე დნმ-ს კვალი დატოვეს. ერთ-ერთ დამნაშავეს ძვირფასი სამკაულებით სავსე ყუთი დაუვარდა, მათი შეგროვების დროს კი ქურდმა ერთი სამკაული ვერ შენიშნა და დარჩა - ძვირფასეულობის კვალზე კი პოლიციამ მძარცველები იპოვა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის კიმ კარდაშიანი, 2016 წლის 3 ოქტომბერს, პარიზში გაძარცვეს. ვარსკვლავი იქ მოდის კვირეულისთვის ჩავიდა. ქურდები მისი სასტუმროს Hotel de Pourtales ნომერში შეიჭრნენ. მძარცველებს სახეზე ნიღაბი ეკეთათ. კიმი ირწმუნება, რომ ისინი მას ზურგში იარაღის სროლით ემუქრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს 11 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა და ორი მობილური ტელეფონი მოპარეს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები

 

სრულად წაკითხვა