09 იანვარი, 2017
მოულოდნელი სიახლე - ფილიპ კირკოროვი უცოლო აღარ არის, მომღერალი დაოჯახდა
ფილიპ კირკოროვი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების, 3 წლის მარტინისა და 4 წლის ალა-ვიქტორიას ფოტოებს. თაყვანისმცმელების ნაწილს არტისტის გამო უხარია, ნაწილი კი წუხს, რომ ბავშვები უდედოდ იზრდებიან.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ არც ასეა ყველაფერი.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ფილიპს ბავშვები სუროგატმა დედამ გაუჩინა, რომლის სახელს არ აჯაროვებს. შოკისმომგვრელი იყო, ის ფაქტი, რომ მარტინისა და ალა-ვიქტორიას დედა ამჟამად მომღერლის სახლში ცხოვრობს. ის არა მარტო სუროგატი დედა, არამედ კირკოროვის საყვარელი ქალი აღმოჩნ
და, რასაც მომღერალი დიდხანს მალავდა.

Rating
"ბავშვები მშობლებმა უნდა გაზარდოს და არა ძიძამ. შესაძლოა ამ მხრივ ძველმოდური ვარ, ამიტომ ბავშვების აღზრდით მათი დედაა დაკავებული. ის არ არის ცნობადი სახე, არ უყვარს ზედმეტი ყურადღება და ვარსკვლავური ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ნორმალური, სრულფასოვანი და ტრადიციული ოჯახი გვაქვს" - ამბობს პოპ-მეფე.
Rating
აღსანიშნავია, რომ ფილიპ კირკოროვი ცდილობს, მთელი თავისუფალი დრო ბავშვებთან ერთად გაატაროს, ხოლო როცა გასტროლებზე მიდის, გამუდმებით ურეკავს მათ.

"მარტინთან და ალა-ვიქტორიასთან ძალიან ბევრს ვსაუბრობ. გოგონა, მიუხედავად ასაკისა, უკვე კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს - დამოუკიდებლად სარგებლობს სკაიპით. დღის განმავლობაში სახლში მეც ხშირად ვრეკავ. როცა სახლიდან დიდიხნით მივდივარ, რა თქმა უნდა, ვენატრები, მაგრამ ესმით, რომ მამამ უნდა იმუშაოს. ჩემი შვილები და ცოლი, საუკეთესოები არიან ჩემს ცხოვრებაში" - ჰყვება მომღერალი.
Rating
არტისტის ქორწილი 10.12.2016 წელს, ახლო წრეში, მზიან ბულგარეთში გაიმართა.

ანა გარელი

ბეჭდვა