12 დეკემბერი, 2016
ალა პუგაჩოვასთვის ძვირფასი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა
70 წლის ვიქტორ შურმანი, რომელმაც ბევრ საბჭოთა და რუს ვარსკვლავს გზა გაუხსნა, ნიუ-იორკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობილ მომღერალსა და კონცერტების ორგანიზატორს ნიუ-იორკში, ლონგაილენდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ცუდ ამბავზე მწუხარება გამოთქვა, რუსი იუმორისტი ვლადიმერ ვინოკური, შულმანის ახლო მეგობარი გახლდათ.

გარდაიცვალა ვიქტორ შულმანი! წარმატებული მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი. მასთან მუშაობდა ყველა, დაწყებული ვლადიმირ ვისოცკიდან, ალლა პუგაჩოვას, ყველა საბჭოთა და მსოფლიო მომღერლით დამთავრებული. მწუხარებას ვუცხადებთ მის ახლობლებს.

ვიქტორ შულმანმა მოსკოვის კონსერვატორია დაამთავრა, რის შემდეგაც ისე, როგორც
ბევრი სხვა, აშშ-ში ემიგრირდა.

მისი პროფესიული და პირადი ცხოვრება, ძალიან წარმატებულად წარიმართა - თავდაპირველად გამოდიოდა როგორც მომღერალი და მუსიკოსი, ხოლო შემდგომ იმპრესარიოს როლი მოირგო. ვიქტორი საბჭოთა ვარსკვლავებისთვის აშშ-ში კონცერტებს ორგანიზებას უწევდა. მისი ნდობით აღჭურვილ პირებს შორის იყვნენ ვლადიმირ ვისოცკი და ბულატ ოკუჯავა, შემდეგ - მიხეილ ჟვანეცკი, ალა პუგაჩოვა, ფილიპ კირკოროვი, მაქსიმ გალკინი და სხვები.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS