30 ნოემბერი, 2016
ნუკა კვალიაშვილი საქართველოდან მიდის - ''მივდივარ ევროპასა შინა, ვყიდი რაღაცებს''
ნუკა კვალიაშვილი საქართველოდან მიდის. კონკრეტულად სად მიდის მომღერალი, რამდენი ხნით და ვისთან ერთად უცნობია.

მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყიდის ავეჯს, ნახატებს, ტექნიკას და სხვა საჭირო ნივთებს, რომლებიც აღარ სჭირდება, რადგან ევროპაში მიემგზავრება.

ნუკი ასევე, ბავშვის ტანსაცმელს არიგებს. "ე.ი. მინდა, გავცე და დავეხმარო გაჭირვებულ ოჯახებს ბავშვის ტანსაცმელებით 0 თვიდან 3 თვემდე რაღაცები მაქვს და მაინტერესებს ვინმე თუ აგროვებს მსგავს შესაწირს, რომ მივმართო თუ არა
და თავად ვნახავ",- წერს ნუკა.

"რადგან მივდივარ ევროპასა შინა, ვყიდი ამ რაღაცებს დაინტერესების და ფასის შემთხვევაში მომწერეთ პმ.",- ნუკის ამ სტატუსს ბევრი გამოეხმაურა და მომღერალმა მალევე დაწერა, რომ ყველაფერი გაყიდულია. "ესეიგი დივანი, შუშის მაგიდა, სკამები, კლავიში, ბავშვის საწოლი, კომოდი, ტელევიზორი თავისი დასადგამით ყველაფერი გაყიდულია, ყველას სათითაოდ ვერ ვწერ და აქ დავწერ",- როგორც აღმოჩნდა, ნუკა კვალიაშვილი არამარტო სიმღერის ნიჭით გამოირჩევა, არამედ მარკეტინგის სფეროშიც საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.

მარიამ კაკაურიძე
ბეჭდვა