28 ნოემბერი, 2016
ქართველი სელებრითები, რომლებიც საუკეთესო street style -ის ათეულში მოხვდნენ
ყველა ქალის დღე იწყება სიტყვებით: "რა ჩავიცვა?" და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შეუძლებელია ისეთი მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ნახვა, რომლის კარადაში თავისუფალი ადგილი მოიძებნება, ისინი ყოველდღე წუწუნებენ, - "არაფერი მაქ, რომ ჩავიცვა".

ყველაფერი ახალი შეძენილი კაბას მოსინჯვით იწყება, კაბას შეურჩევენ შესაფერის ფეხსაცმელს, სუნამოს დაისხამენ და იქამდე იტრიალებენ სარკის წინ, სანამ კოლგოტი გაიხევა. ეს ინციდენტი დაუყონებლივ შეანაცვლებს ღიმილიან გამომეტყველებას ბრაზიანი გამოხედვით, მაგრამ, სათადარიგო კოლგოტი ხომ ყველა ქალის გარდირობში მოიძებნება?! რა თქმა უნდა... მაგრამ, როცა აღმოჩნდება, რომ სწორედ
ეს იყო უკანასკნელი "სათადარიგო ვარიანტი", მაშინ დგებიან დიდი თავსატეხის წინაშე. ამ მაისურს, ეს ფეხსაცმელი არ უხდება, ის პიჯაკი კომფორტული არ არის, ამ საყურისა და შარვლის კომბინაცია ზედმეტად კონსერვანტულია, ეს კაშნე გუშინ მეკეთა და ა.შ.

თეთრი თუ შავი შურით, რთული სათქმელია, მაგრამ, ფაქტია ყველა მანდილოსანს შურს იმ გამორჩეული ქალების, რომლებიც, როგორღაც ახერხებენ სულ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და ამავდროულად ყოველ დღე ახალი ტანსაცმელი ეცვათ.

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და დავადგინეთ, ვის მიიჩნევს ქართული საზოგადოება ყველაზე მოდურად.


ამ სიაში პირველ ადგილს ყოფილი ფეხბურთელისა და მინისტრის, კახი კალაძის ცოლი დიზაინერი ანუკი არეშიძე იკავებს. ის აქტიურად ადევნებს თვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოდის კვირეულებს. ანუკის მოდის ჩვენებებზე ხშირია საპატიო სტუმრები, მათ შორის იყო ირინა შეიკიც.

Rating

















მეორე ადგილზეა მოდელი სალომე ღვინიაშვილი, რომელიც პირცელად მაკა ასათიანის ჩვენებაზე გამოჩნდა. ის არამარტო გემოვნებიანად იცვამს, არამედ სახლიც საუცხოოდ აქვს მოწყობილი. სალომე ღვინიაშვილის კოლექციის სახე არანაკლებ მოდური და პოპულარული, თაკო ნაცვლიშვილი გახდა.

Rating

მათ არაფრით ჩამოუვარდება ქეთა თოფურია, მომღერალი რომელიც, წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ქეთა არამარტო კარგი "ქუჩის სტილით" გამოირჩევა, არამედ ის საოცრად მომხიბლავი დედოფალიც იყო.
Rating
"მსოფლიოში ფეხბურთელებისა და მოდელების დაწყვილების ტენდენციაა. ალბათ ფეხბურთელებს კარგი გემოვნება აქვთ და იმიტომ", – ამბობს ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილი, მისი მეუღლე მოდელი ნინი ზარქუა ჩვენს ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს.

Rating
ხუთეული ჟურნალისტმა და მოდელმა, ორივე სფეროში წარმატებულიმა მანიკა ასათიანმა დააგვირგვინა. ის ერთ-ერთია ყველაზე მოთხოვნად მოდელებს შორის. მანიკა დიდ ყურადღებას იქცევს თავისი წითური თმით, გრძელი ფეხებითა და განსხვავებული "street style"-ით.

Rating

გამორჩეულად გემოვნებიანები არიან დედა-შვილი თაკო ნაცვლიშვილი და ნინო ცქიტიშვილი. თაკო "ვიქტორიას სეკრეტის" ქასტინგზე აპირებდა გასვლას, მონაცემები უდავოდ ხელს უწყობდა წარმატებას მიეღწია, მაგრამ გაურეკვეველი მიზეზების გამო გადაიფიქრა. თუმცა ათეულში ოთხ შვილიანი დედა, ნინო მოხვდა.
Rating

ასევე, მოდურ სელებრითად სახელდება ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ეს ნინის ქალურობის დამსახურებაა, მომღერალი თავისი შარმის წყალობით ყველაფერს იხდენს.

Rating

გასაკვირიც იქნებოდა, რომ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი არ ეხსენებინათ მოდაზე საუბრის დროს. მოდას მიყვებაო, სწორედ ნანუკაზეა ნათქვამი.

Rating

"მის საქართველოს", ჯანეტ ქერდიყოშვილის ჩაცმულობაც მოიწონეს. ჯანეტი მეტწილად კლასიკურად იცვამს, თუმცა თავისებური, დამახასიათებელი "ქუჩის სტილით" საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.
Rating

და ბოლოს ყველა ერთ ხმად აღიარებს საქართველოს სექსსიმბოლოს, შორენა ბეგაშვილის გემოვნებიანობას.
Rating
მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აბო
ყველა კარგია, მაგრამ ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი შორენა ბეგაშვილია. მას განუმეორებელი და ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. სუპერ ნუ!!!!
17:28 / 30-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS