28 ნოემბერი, 2016
,,სანამ დაიღუპებოდა, თითქოს დამილაგა ცხოვრება“ - პოპულარული ლუნას უცნობი ისტორია
"ლუნამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება... ახლა ორი მე არის ჩემში, ქეთი ხუციშვილი და ლუნა მაზიაშვილი. ხან ქეთი ვარ ხან ლუნა" - ამბობს ჩემი ღიმილიანი რესპონდენტი, ხალისიანი და პოზიტივით სავსე.

-სანამ ლუნა გამოჩნდებოდა სად იყო და რას აკეთებდა ქეთი?
-სახლში იყო ქეთი, შვილთან ერთად. არც მოსაწყენი ცხოვრება მქონია, არც აქტიური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. პაროდია, სიმღერის დამუშავება, ცეკვა - ეს ყველაფერი დღის განრიგში შედიოდა. ჩემ თავთან ვმუშაობდი... არ ვეძებდი ახალ ურთიერთობებს, ძალიან მავსებდნენ ჩემს გარშემო მყოფნი, პირველ
რიგში ჩემი და, რომლის დამსახურებითაც ვარ დღეს სერიალში. მე კმაყოფილი ვიყავი როგორც ვიყავი, პრეტენზიები ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ეხლა საერთოდ სხვა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში.

-როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
-როდესაც ჩემი ვიდეოები ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, დამიკავშირდნენ და დამიბარეს ქასთინგზე... ერთ-ერთ სოფელში ჩემს მეუღლესთან ერთად უნდა მემღერა. ჩემს მეუღლეს სერიალში ჩემი ბიძაშვილი ვახო ოქრუაშვილი ანსახიერებს, ერთად გვქონდა ვიდეო ჩაწერილი და ისიც ნახა "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა. შემდეგ მეორედ დამიკავშირდნენ, ისევ სოფელში იქ ცოცხლად შევასრულე ჯანსუღ კახიძის "გოგოვ ნატვრა მათქმევინე", იქაც ემოციები მოჰყვა ამ სიმღერას შემდეგ უკვე წამოვიდა ლუნა მაზიაშვილი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS