28 ნოემბერი, 2016
თინა მახარაძე ტრაგიკულად გარდაცვლილი მამის ფოტოს აქვეყნებს - თემა, რომელზე საუბარიც ოჯახს დღემდე უჭირს
მსახიობი თინა მახარაძე ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის მშობლებთან ერთადაა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მსახიობის დედა ულამაზესია, და თინა სწორედ მას ჰგავს.

მამაზე თინა მახარაძეს საუბარი არ უყვარს, რადგან მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსითაა მოცული.

მსახიობის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი დღემდე უჭირთ. რამდენიმე წლის წინ თიმა მახარაძის დედა ვიკა მახარაძე ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდა:

- ქალაქში ამბობენ, რომ პაციენტის ახლობელმა მოკლა.
- გამორიცხულია. პაატა იყო ექოსკოპისტი, ის მხოლოდ დიაგნოზს სვამდა. მკურნალობა
არ იყო მისი პრეროგატივა. თავიდან გამოძიება დაყაჩაღების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ საათი, მობილური და საფულე თან ჰქონდა. კონკურენციაზეც საუბრობდნენ, ესეც გამოირიცხა. 9 გამომძიებელი გამოიცვალა და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. კორპუსთან მოკლეს. სახლში წამოსვლის წინ დამირეკა, რა წამოვიღოო, მკითხა. ეს იყო 2004 წლის 28 ოქტომბერს. ყველაზე ბოლოს ჩავედი, ზღვა ხალხი იყო შეკრებილი. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აპარატზე იყო შეერთებული. ოცდამეერთე დღეს გარდაიცვალა. 7 ტყვია ჰქონდა ნასროლი. დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო ამის გაკეთება. ყველასთან მეგობრობდა, ყველას უყვარდა. რა მაგარი პროფესია მაქვსო, ამბობდა, ყველას ვჭირდები, ბევრი ადამიანის დახმარება შემიძლიაო. იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Semindos ufalma
ამნაირ შვილს რომ მოსწრებოდა, გული გაუსკდებოდა დღეს არ იქნებოდა ისედაც ცოცხალი... ნათელში იყოს...
14:22 / 02-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ღმერთო მაპატიე,და...
ამნაირი შვილის მოსწრებას, გასწრება ნამდვილად ჯობდა...
20:51 / 01-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS