18 ოქტომბერი, 2013
შორენა ბეგაშვილი: ''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი'' ...
წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები. არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილმა თავისი და ევას (ქალიშვილის) ტანსაცმელის და აქსესუარების ფოტოები გამოაქვეყნდა და ერთგვარი აქცია მოაწყო.

შორენას მიზანი ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფარისთვის დახმარება გახლდათ. შორენას და მისი შვილის კაბების, მაისურების და შარვლების შეძენას, საშუალოდ 50-300 ლარამდე შეძლებდით.

ყველაზე ძვირი, 7000 დოლარი შორენას ბრილიანტის სამეული ღირდა, თუმცა გაიყიდა თუ არა, უცნობია.

მართალია, შემოსული თანხით მსახიობი ქველმოქმედებას აპირებდა, მაგრამ
როგორც ჩანს შორენას ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და გაბრაზებულმა სექსიმბოლომ ''ფეისბუქის'' გვერდზე საკმაოდ მკაცრი სტატუსი გამოაქვეყნა.

''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა ჯიბეში ჩავიდო. პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები, მოხუცებს?

ჰო დარწმუნებული ვარ ურჩევნიათ, ფულის მაგიერ ჩემი შლაპა, თუ უკეთესად შეგიძლიათ თქვენ გააკეთეთ და მერე წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები.

არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი და ვეხმარები ამ გზით. მოდით ჩემთან ერთად ორშაბათს და ისე დავეხმაროთ როგორც თქვენ თვლით სწორად'' - წერს მსახიობი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა