11 ნოემბერი, 2016
თამთა გოდუაძის შვილი 21 წლის გახდა - მომღერალი შვილთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
ქართველი მომღრალი თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თამთა ბერძნული შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა მაყურებელმა ის რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-ის პროექტ, "იქს ფაქტორიდან" გაიცნო, სადაც ჟიურის წევრი იყო.

მისი პირადი ცხოვრებაც მაშინვე გახდა ინტერესის სფერო. თამთა ამობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცვა.


Rating

მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.

''მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე
ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის.''

თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, ანი ხაჭვანი ჰყავთ, რომელიც დღეს 21 წლის გახდა. თამთამ ამ დღეს სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ თამთა იდეალურად გამოიყურება და შეუძლებელია, ამხელა შვილი ჰყავდეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
14 წლის იყო რომ გააჩინა, რა არის შეუძლებელი
00:55 / 14-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS