15 ოქტომბერი, 2013
ნინა სუბლატი გიორგი შამანაურზე გათხოვდა
როგორც ჩანს, გრძნობამ კარიერას აჯობა და წყვილმა ურთიერთობის გასერიოზულება დააჩქარა ''სასწაული ხელის მოწერის ცერემონიალი იყო'' - ამ სიტყვებით მომღერალი და ''საქართველოს ვარსკვლავის'' გამარჯვებული ნინა სუბლატი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს.

სურათი იუსტიციის სახლში გახლავთ გადაღებული და ნინა შეყვარებულ გიორგი შამანაურთან, სოფო ტოროშელიძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად არის გადაღებული.

ცნობილია, რომ ნინა შეყვარებულ პიტო სეთურიძეს, ჯერ კიდევ პროექტში ყოფნის დროს დაშორდა. თუმცა, დიდხანს არ ყოფილა მარტო და გიორგი შამანაურის სახით ახალი სიყვარული ეწვია.

ნინას ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული
ფოტოს ქვემოთ კომენტარებიდან ჩანს, რომ წყვილმა ხელი იუსტიცის სახლში მოაწერა. მეჯვარეები კი სავარაუდოდ ნიკოლოზ რაჭველი, სოფო ტოროშელიძე და სოფია სებისკვერაძე გახლდნენ.
Rating
პროექტის განმავლობაში სუბლატი კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ოცნებობდა და გათხოვება მის გეგმებში არ იყო. ამიტომ მისი გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გრძნობამ კარიერას აჯობა და წყვილმა ურთიერთობის გასერიოზულება დააჩქარა.

სურათებზე დატოვებული კომენტარებიდან ჩანს, რომ ხელის მოწერის ღამეს გიორგი შამანაური ძმასთან ერთად, საზღვარგარეთ მიფრინავს. სწორედ მისმა ძმამ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ სიძე ქორწილის ღამეს, მასთან ერთად, თვითმფირნავში გაატარებს. ამ კომენტარს ნინაც ეხმაურება:
''ჯერ არ გავთხოვილვარ და უკვე მიმაგდო'' ...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლია
ნინას რა მელე აუვარდა თავში პოპულარობა, უცებვე დაშორდა პიტოს და ცნობადი სახე შეიყვარა რამდენიმე თვესი, საროლ რაა, თავიდანვე არ ყვარებია პიტო თორემ ასე მალე რა დაავიწყებდა
23:23 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მაგარი წყვილია მომწონს
11:18 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ძალიან ლამაზები არიან
02:07 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვააა შამანაური ნახე რა )))) მაგარი ძმები არიან ძალიან!
00:05 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მეტეორი
გაიხარეთ :*
15:58 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS