15 ოქტომბერი, 2013
ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ ჯვარი დაიწერეს - სად ატარებს წყვილი თაფლობის თვეს?
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში დაბრუნდა და ინტერესი მთავარი გმირების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. გამონაკლისი არც კატოს როლის შემსრულებელი ლელა მებურიშვილი გახლავთ, რომელსაც სერიალში პირადი ცხოვრება ძალიან აერია.

ცხოვრებაში ლელა თავისი გმირისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მას შემდეგ, რაც მსახიობი მთელმა საქართველომ გაიცნო, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესმაც იმატა, თუმცა მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველ
თვის ერიდებოდა.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ''რეიტინგში'' ექსკლუზიურად მისი და ბაჩო საგანელიძის სიყვარულის შესახებ გამოქვეყნდა მასალა. ბაჩო პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმის შვილია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორიც გახლდათ.

მართალია, წყვილი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ბაჩო არანორმალურად იყო შეყვარებული მსახიობზე და მალე მათი ქორწილიც იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა.

გასულ ოთხშაბათს, ლელა მებურიშვილი ''ნანუკას შოუს'' სტუმრობდა. მიუხედავად წამყვანის დიდი მცდელობისა, მსახიობმა შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა და არც ის თქვა, რომ რამდენიმე დღეში ის და ბაჩო ჯვრის დაწერას აპირებდნენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა გათხოვდა... ერთ-ერთმა საიტმა ქორწილის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა 12 ოქტომბერს ლელამ და ბაჩომ საკმაოდ მოულოდნელად, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს და საფრანგეთში გაფრინდნენ.
Rating
ჩვენ ლელას დავუკავშირდით და გაბედნიერება მივულოცეთ, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა, რის შემდეგაც ლელას დედას ქალბატონ დალი ბასიშვილს ვესაუბრეთ.

- გილოცავთ შვილის გაბედნიერებას... თუ შეიძლება მოგვიყევით ქორწილის შესახებ..
- დიდი მადლობა. ლელას და ბაჩოს ქორწილი არ ჰქონიათ, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს, თან საკმაოდ ნაჩქარევად და საფრანგეთში გაფრინდნენ. სიმართლე გითხრათ, ბევრი საუბარი ამ თემაზე არ მინდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მზია
გილოცავთ. ძალიან გვიყვარხართ.
16:04 / 01-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მონიკა
ბედნიერებას გილოცავთ, გაიხარეთ!, ლელა მართლაც ძალიან განსხვავებული და კარგი გოგოა, მოკრძალებული, ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.
13:59 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ნეტა რა აუვარდა თავში ამ სოფლელს?? ულოცავენ ხო არ ლანძღავენ?? სულ გამოშტერდნენ ეს "გაზვეზდებული" მსახიობები რა!!
12:35 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
გილოცავთ!
12:26 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ცხვირა
ხოხ.მებურიშვილი ,''გოლივუდი''დაგემართა გოგოო,ეს რომ მართლა,,ზვეზდა''იყოს მერე რაღას იზამდა??ტვინით გათხოვდა ქალი,
09:36 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS