02 ნოემბერი, 2016
''ჩვენ საყვარლები ვართ, მის მიმართ იმხელა ვნება მაქვს, იმდენად დიდი ქარტეხილები და ომებია ჩვენს გრძნობებში, რომ ხშირად მითქვამს, ეს კაცი მიყვარს-მეთქი''
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობ ნანა ბუთხუზი ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში გულახდილად საუბრობს თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა როლზე. მისი თქმით როლს "ქიმიის" გარეშე  ვერ შეასრულებ. ნანა ბუთხუზი სერიალ ''ხელოვნურ სუნთქვაში'' ექიმ ნინოს როლს ასრულებს, სადაც მისი პარტნიორი თორნიკე გოგრიჭიანია.

ნანა და თორნიკე სპექტაკლზე ''ფსკერი'' ერთად თამაშობენ, სადაც საყვარლები არიან. 

"თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ვთამაშობ სპექტაკლში "ფსკერზე". ამ სპექტაკლში ჩვენ საყვარლები ვართ, მის მიმართ იმხელა ვნება მაქვს, იმდენად დიდი ქარტეხილები და ომებია ჩვენს გრძნობებში, რომ კულისებში ჩემი კოლეგებისთვის
ხშირად მითქვამს, კონკრეტულად ამ სპექტაკლის დროს მე ეს კაცი მიყვარს-მეთქი.

მასაც აქვს გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში როლი ვერ შედგება. სპექტაკლის დროს მას არ ვუყურებ, როგორც თორნიკე გოგრიჭიანს… სპექტაკლი როგორც კი მთავრდება, ყველაფერი სრულდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე და თორნიკეს რომანი გვაქვს, ან რეალურ ცხოვრებაში ვღალატობთ მეუღლეებს," - ამბობს ''სარკესთან'' ინტერვიუში ნანა ბუთხუზი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS