"სიზმართმჭერი" 4 მეგობარზე
2002 წელს "სიზმართმჭერი" ნომინირებული იყო საუკეთესო საერთაშორისო რომანის პრემიაზე. 2015 წელს კი ამ რომანის მიხედვით, რეჟისორმა ლოურენს კეზდანიმ ფილმი გადაიღო, რომელიც Sundance-ის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - ფილმი საუკეთესო რეჟისურისთვის.
ცნობილი ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის შემომქმედება საინტერესოა არამხოლოდ თრილერისა და ფანტასტიკის, არამედ დრამისა და საშინელებთა ჟანრის მოყვარულთათვისაც. თვითონ სტივენ კინგის ცხოვრებაც ერთ ჰოლივუდურ სცენარს გავს, რომელიც 1939 წელს სავაჭრო ფლოტის კაპიტან დონალდ ედვინ კინგისა და მწერალ ნელი რუთ პილსბერნის დაქორწინებით იწყება. წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, რის გამოც ვაჟი იშვილეს, ამ ამბის შემდეგ, ძალიან მალე, კერძოდ 1947 წელს მათ ბიოლოგიური შვილიც გაუჩნდათ - სტივენი. ბავშვი 2 წლის იყო, როდესაც მამა სიგარეტის საყიდლად გავიდა სახლიდან და უგზო-უკვლოდ გაქრა. ვეღარც მკვდარს მიაკვლიეს და ვეღარც ცოცხალს.
მხოლოდ 90-იან წლებში შეიტყო, უკვე ცნობილმა მწერალმა, რომ მამას ბრაზილიელ ქალზე უქორწინია, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა და 1980 წელს გარდაცვლილა. მამის გარეშე დარჩენილ ოჯახს უკიდურესად გაუჭრდა. სტივენის დედა არანაირ სამუშაოზე არ ამბობდა უარს, ოღონდ კი შვილი გამოეკვება. უკეთესი მომავლის იმედით დედა-შვილი შტატიდან შტატში გადადიოდნენ, მანამ სანამ საბოლოოდ ბინას მენის შტატში დაიდებდნენ.
ბავშვობაში სტივენის თვალწინ მისი საუკეთესო მეგობარი მატარებელმა გაიტანა. რის შემდეგაც კინგი, გარკვეული ხნის განმავლობაში, შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეს შემზარავი ამბავი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაახსენდა, მას შემდეგ რაც ახლობლემბმა უამბეს.
სკოლის ასაკში მომავალ მწერალს ყურის მწვავე ინფექცია სტანჯავდა. დაავადების მკურნალობის გამო სტვენს 1 კლასში ჩარჩენაც მოუხდა. ტკივილების დავიწყების მიზნით დედამ ურჩია პატარ-პატარა მოთხრობები დაეწერა. ასე დაწერა 12 წლის სტივენ კინგმა პირველი მოთხრობა.
1999 წელს გზის პირას მიმავალ კინგს ზურგიდან მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა. რამდენჯერმე რთული ცხოვრებისეული პერიოდის გადალახვა მოუხდა მაშინაც, როდესაც - ალკოჰოლს მიეძალა და ნარკოტიკებზე გამოკიდებული გახდა, თუმცა საბოლოოდ ამ განსაცდელის დაძლევაც მოახერხა.
ამჟამად 69 წლის სტივენ კინგი 200-მდე მოთხრობის და 55 რომანის ავტორია, რომელთაგან 7 რიჩარდ ბახმანის ფსევდომნიმით დაიბეჭდა. მისი რომანების მიხედვით დღემდე არაერთი ფილმი იქნა გადაღებული. სულ სტივენ კინგის ნაწარმოებების 350 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ამ წიგნებში უმთავრესად მომქედება სტივენ კინგის მშობლიურ მენის შტატში ვითარდება.
სხვადასხვა დროს სტივენ კინგს მიენიჭა_ ბრემ სტოკერის პრემია, ო'ჰენრის პრემია, ფენტეზის მსოფლიო პრემია. 2003 წელს ამერიკის წიგნის ეროვნულმა ფონდმა იგი ოქროს მედლით დააჯილდოვა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
სტივენ კინგს თავისებური, განსაკუთრებული წერის მანერა აქვს. მისი ნაწერები კითხვისას თვალისდახამხამებაში იფურცლემა... ამას თქვენც შეიგრძნობთ, როდესაც მის "სიზმართმჭერს" გაეცნობით.
თინათინ შავლაძე