28 ოქტომბერი, 2016
''ძუძუ-ტრ..ი გამოაჩინე ჩემი სტილი ნამდვილად აღარაა. მომეცით ცოტა უფრო სერიოზული როლები''
27 ოქტომბერს საღამოს 9 საათზე ია ფარულავა ფეისბუქზე ლაივში პასუხობდა ფანების შეკითხვებს. მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა ფეშენ ვიქის ინციდენტზე, ჯონი დეპთან მეგობრობაზე და რამდენიმე სხვა მისთვის აქტუალურ საკითხზე.
ფეშენ ვიქის სკანდალის შემდეგ ია ფარულავა ლიზა ვადაჭკორიამ გააკრიტიკა.

-რას გეგმავთ? გიხილავთ თუ არა სადმე ფილმში ან გადაცემაში ახლო მომავალში?
-ძან აქტუალური კითხვაა, მადლობა, რომ დასვით ეს კითხვა. სცენარების დასტა შემოდის, მე ვკითხულობ და ვიწუნებ-მეთქი რომ ვთქვა მოგატყუებთი, მაგრამ რა შემოთავაზებებიც იყო,
ჩემი დონის ნამდვილად არ იყო. ჩემი განათლებისა და სამსახიობო ტექნიკის ქალბატონისთვის დამაკნინებელია. ძუძუ-ტრ..ი გამოაჩინე ჩემი სტილი ნამდვილად აღარაა. მომეცით ცოტა უფრო სერიოზული როლები, ძვირფასო რეჟისორებო, მე თქვენთვის გავხდები კიდევაც. ყველა ბოლო დროს გადაღებულ ფილმში, არიან გამხდარი დაჩიავებული და დაჩაჩანაკებული ქალები, მე ბაზრის დირექტორის როლში თუ გადამიღებენ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას(იცინის). რაც შეეხება გადაცემებს, იყო ორი შემოთავაზება, ორივე წამყვან არხზე, მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა და დიდად თავს არ ვიკლავ. მეტსაც გეტყვით, ხელფასი არ მჭირდება და რასაც ეგენი იხდიან, იმად ნამდვილად არ მიღირს, რომ ისევ ისე ვითხარო ნერვები, როგორც ვითხრიდი ''დღის შოუს'' დროს.

-შენი და ჯონი დეპის მეგობრობის შესახებ მოგვიყევი.
-ჩემი და ჯონი დეპის მეგობრობა იყო ძალიან ხანმოკლე, 1 თვიანი. მაშინ მან ლოს ანჯელესში იყიდა სახლი, იმ პერიოდში ცოტა ნარკომანობდა "ბიჭი" .მე სასტუმროში ვმუშაობდი, რესტორნის დილის მენეჯერი ვიყავი, მაშინ დავძმაკაცდით როცა ჯონი იქ ჩამოდიოდა საუზმეზე. დავმეგობრდით და მერე დავდიოდით ერთად "ტუსოვკებზე". კაი ბიჭია, მაგრამ ძალიან თავისებურია. საერთოდ, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ყველა ძან რთული ტიპები არიან და მათთან მეგობრობას არავის არ ვურჩევ.

-ფეშენ ვიქის სკანდალზე რას იტყვით?
-ყველა ამას მეკითხება, ერთი-ორი გადაცემიდან დამირეკეს და უარი ვთქვი ინტერვიუზე. არ მინდა სკანდალებით ვიარო და ვიღაცეები ვაპიარო. კიდევ ერთმა "ჟურნალისტების ბებიამ" დაწერა, (სახელს არ ვასახელებ არც მაგას დავაპიარებ) ია უზრდელიაო. ია, რომ უზრდელია და პირდაპირია ეს ყველამ იცის და რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო მეტად ვვუზრდელდები.

ძალიან თავი შევიკავე და ყოჩაღ, ია! მე გავზრდილვარ, აღარ ვიგინები. კამერა , რომ მორჩა გადაღებას, იქ რა მოხდა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კამერასთან მე ძალიან კარგად მოვიქეცი.

-ნიჭიერის ჟიურიში რატომ აღარ ხარ?
-ურთულესი პროექტია, ეს არ არის მარტო დავჯექი და შევაფასე და "ვაიმეე რა საყვარელი ხაარ", ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავდი და მე ვიგრძენი რომ ამოვწურე საკუთარი თავი.

-ლიტერატურა გიყვართ?
-ლიტერატურა ძალიან მიყვარს, ბავშვობაში დღეში ერთ პიესას ვკითხულობდი. ახლა ჩემ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე წიგნის კლუბი, ვკითხულობთ წიგნებს და შემდეგ განვიხილავთ.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
არაბი
რომელ წარმატებაზე ამბობ ემიგრანტ,ალბათ ვენახის პოზებზე. ქალს არ ჰყავს შვილი და მომავალი.საყვარელი მამაკაცი მაინც ჰყოლოდო მოეფერებოდა ბოტოქსინა სახეზე.
13:54 / 07-11-2016
გამოხმაურება / 0 /
emiGranti
ramdeni aramkitxe kavs dedamicas :) ias carmatebebi imdeni qonda cxovrebashi rom dges shesveneba mistvis ertgvari pupunebac aris :) ai sxvisi cxovrebis pikanturi detalebis chagrmaveba ki inteleqtis dabal doneze miutitebs :)P.S Ia sakvarelov umshvenieresi adamiani xar rogorc fizikurad ise sulierad,uboroto da namdvilad nichieri,did carmatebebs gisurveb kidev da kidev ukve carmatebul qalbatons XXX
18:06 / 06-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ქალს უხდება კდემამოსილება, მაშინ არის ქალი ლამაზი, სასურველი და მიმზიდველი, როცა ქალი კდემამოსილია
18:01 / 05-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ია მაგარ-ია:))
01:59 / 05-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ლოსანჟელეს
ქისი სასტუმროს იმედზე დარჩი იაკო.ეგ ქისი კიდევ ის ამერიკელი კაცი იყო შენ რომ უგონოდ შეგიყვარდა და ბოლოს მისი სახელიღა დაგრჩა მხოლოდ.ეჰჰჰ...კაცებო
11:34 / 29-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS