28 ოქტომბერი, 2016
ვინ არის რეზი "ხელოვნური სუნთქვიდან" და როგორია მისი ნამდვილი ოჯახი?
"ხელოვნური სუნთქვის" მაყურებლისთვის ბოლო სერიების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა "რეზი" - ნუცას პირველი და უკანასკნელი სიყვარული, რომელმაც მათი ოჯახი დაანგრია და მთავარი გმირის ცოლი ტრაგიკულ აღსასრულამდე მიიყვანა. ამ პერსონაჟის მიმართ მაყურებელს გარკვეული აგრესიაც კი გაუჩნდა - როგორც ხდება ხოლმე. ვინ არის სინამდვილეში რეზი და როგორია მისი ნამდვილი ოჯახი, საკმაოდ ბევრს აინტერესებს.

რეზის როლს მსახიობი დავით ჯაყელი განასახიერებს. იგი ბათუმის თეატრის მსახიობია და ახალი სახეა ქართული ტელესივრცისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და
ძალიან დამაჯერებლად ასრულებს როლს.

დავითს ცოლი და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ასევე ბათუმელი თამარ კონცელიძეა, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. წყვილს მყარი და კარგი ოჯახი აქვს, ასე რომ, ნამდვილ "რეზის" სერიალის გმირთან საერთო არაფერი აქვს და პირიქით, მისგან სამაგალითო მეოჯახეობით და კარგი მამობით გამოირჩევა. 
იხილეთ დათო ჯაყელის ოჯახური ფოტოები
ბეჭდვა