27 ოქტომბერი, 2016
განო მელითაური სამი წლის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს - „გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვეთ“...
განო მელითაური სამი წლის წინ მომხდარ ამბავს ფეისბუქზე იხსენებს. 

„ერთ დღესაც...სამი წლის წინ... გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვეთ..ცისფერ კომბინიზონებში გამოვეწყვეთ და ძველისძველი სახლის რემონტი დღესასწაულად ვაქციეთ...ისე ძალიან გვიყვრდა ერთმანეთი !.შემოდგომაზე ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად! გვიხაროდა ერთად, გაყვითლებული ქაღალდების ნახევრად ჩამოშლილი კედლებიდან ჩამოხევა , ..მეასე ჯერზე სწორედ შეზავებული ფერები და ერთმანეთის სიცილით დაღლა......"იმედია უკანასკნელად ამოვაბარგე" - დამიწერია იმ დღეს სტატუსი..

მიხაროდა ბავშვობისდრონდელი განათება აივნიდან და წარმოდგენა არ მქონდა რომ მართლა უკანასკნელად ამოაბარგა.. ..დღეს მძულს იქაურობა, ერმანეთის
მიყოლებით წამართვა უსაყვარლესი ადამიანები..ჯერ კეთილშობილი ჩუმი და ნათელი კაპიტანი, 13 თვეში კი ჩემი ყველაზე სანუკვარი ადამიანი გაყვა მამამისს...

... მჯერა ერთ დღესაც,როცა შენი მამიკოს ნაჩუქარი კომბინიზონი წელში მოხრილს დიდი მექნება, შენი საყვარელი წითური თმები მარგალიტებს დაემსგავსება - უკანასკნელად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს!

მერე გრძელ მდუმარებას ჩვენი შვილები გადაიტანენ და საერთოდ არ შემეშინდება ცისფერ ბურთთან გამოთხოვება! როცა ზეცა გულს აირევს აქედან ძალიან შორს ვიქნები! ისევ ლაღი ფერადი და სიცოცხლით სავსე! ბიჭურად შეჭრილი წითელი თმებით და სახეზე ბევრი გაზაფხულებით ! აი ზუსტად ისეთი,როგორიც შენ გახსოვდი სანუკვარო!

ერთ დღესაც იქ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის მე და შენ დიიიიდ ნათელ სახლში დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ“!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლი
ეს რა კომენტარი იყო, ადამიანობა საერთოდ არ გაგაჩნია? პირადად მე არ მიყვარს საქვეყნოდ ჩემი გრძნობების გადმოლაგება , მაგრამ რასაც წერს ემჩნევა რომ "ჩანახატის" პონტში არ წერს, წერს გრძნობით და ლამაზი სიტყვებით, რომლებიც დარწმუნებულივარ შენნაირი ადამინის ლექსიკონში არ მოიპოვება
14:24 / 27-10-2016
გამოხმაურება / 0 /
.
დაგვავიწყდი? უკეთესი ჩანახატი ვისაც გაქვთ დადეთ!
09:49 / 27-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS