26 ოქტომბერი, 2016
როგორ მოხიბლა მარიტა როხვაძემ ქართველი ებრაელები - „ერთად ვატარებდით დროს, ყველგან ერთად დავდიოდით“
თვრამეტ ოქტომბერს მოშე ბოთერაშვილისა და ქეთი ნოზაძის ორგანიზებით მარიტა როხვაძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო ბედია, თაკო გაჩეჩილაძე, ოთო ნემსაძე, ფანდურა, ნინო ძოწენიძე, ნატალი სულავა დევდარიანი და დათო როსტომაშვილი აშდოდში 4 დღით გაემგზავრენ . მათ  7 000 კაციან ამფითიატრში იმღერეს ქართველ ებრაელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

- ყველაზე მაგარი მაყურებლის რეაქცია იყო. კონცერტი რომ დასრულდა, თითოეული მათგანი ძალიან მოგვესიყვარულა, პირადად მე ისე მომეფერენ და ისეთი სიტყვები მითხრეს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მათ ძალიან ენატრებათ ქართული
სიმღერები და ყველაფერი ქართული. ჩვენც, რასაკვირველია, ქართული სიმღერები შევასრულეთ. მთელი ერთი დღე დაჭირდა იერუსალიმში მოლოცვას, იერუსალიმის დათვალიერებას. შემდეგ ზღვაზეც ვიყავი გასული, საბედნიეროდ პლუს 28 გრადუსი იყო, ფოტოებიც გამოვაქვეყნე. - ამბობს ჩვენთან საუბარში მარიტა როხვაძე.

- მარიტარა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი თქვენთვის?
- ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რასაკვირველია, იყო იერუსალიმი და მაცხოვრის საფლავი.

- ისრაელში პირველად იყავით?
- კი, პირველად ვიყავი ისრაელში.

- ალბათ, ამ მოგზაურობამ თანამგზავრები უფრო დაგაახლოვათ, არა?
- კი, რა თქმა უნდა. რაც უფრო ხშირად წავალთ სამოგზაუროდ, მით უკეთესი. ერთად ვატარებდით დროს, ყველგან ერთად დავდიოდით, ყველანი ემოციებით სავსე ვიყავით.

- სხვა მოგზაურობებს შორის, რომელ ადგილს მიანიჭებდით უკანასკნელ მოგზაურობას?
- ძირითადად მეზობელ ქვეყნებში ვარ ნამყოფი სამოგზაუროდ: თურქეთში, აზერბაიჯანში, კიდევ ეგვიპტეში და ბულგარეთშიც... ყველაზე შთამბეჭდავი ისრაელში მოგზაურობა იყო.

მარიამ კაკაურიძე

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS