25 ოქტომბერი, 2016
"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მეგობარი ავარიის უცნობი დეტალის შესახებ წერს
გახმაურებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების ნაწილში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ერთნი მორაგბის დასჯას ითხოვენ, მეორენი კი კრიტიკოსებს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ და მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაში შედიან.

საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებებს ეხმაურება მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარი, ვიქტორია ეზუგბაია. აი, რას წერს ეზუგბაია ფეისბუქის პოსტში:

"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.

გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ
აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად, ვაზუსტებ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს! გასწრების დროს გამოვარდა მერსედესის მარკის ავტომობილი, მეკო შეეცადა აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშილის მეუღლე ანანო.

წაიკითხეთ: ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც ქუთაისთან შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დავითი
მოიძებნა ვინმე მძღოლი, რომელიც ყოფილა დამნაშავე. რასაკვირველია არა ცნობილი რაგბისტი (ვინც არ უნდა იყოს ცნობილი სახე). როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი დაისაჯოს. თვითონ ხომ იცის რაც არის, ყველაზე კაი გამოსავალია მისთვისვე, თუ დამნაშავეა მოინანიოს და ჩაჯდეს
15:17 / 26-10-2016
გამოხმაურება / 0 /
................
მძღოლი_ ასე უნდა იხსენიოთ ახლა, კარგი ჩაწოდებაა მასის დასაშოშმინებლად, მაგრამ ვისაც არ გვჯერა , გ ა გ ვ ა ტ ა რ ე თ !
19:47 / 25-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS