21 ოქტომბერი, 2016
25 ოქტომბერს თბილისში ბარმენთა ჩემპიონატი ჩატარდება
25 ოქოტომბერს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriot-ში ჩატარდება ყოველწლიური ეროვნული ბარმენთა ჩემპიონატი.
დასაწყისი 10:00, დასარული 18:30

ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას გამოცდილი პროფესესიონალი ბარმენები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან.
ჩემპიონატის ეტაპები:

Rating

I ეტაპი:კლასიკური კოქტეილების დამზადება
( არსებობს მსოფლიოში ცნობილი 77 კლასიკური კოქტეილი რომელიც აღიარებულია International Bartenders Association--ის მიერ). ბარმენები დაამზადებენ 1 კლასიკურ კოქტეილს რომელიც შეხვდებათ ლატარიის მეშვეობით 3 ეგზემპლიარად.

II ეტაპი: საავტორო კოქტეილი:
საავტორო კოქტეილი წარმოადგენს უნიკალურ, განუმეორებელ რეცეპტს რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის კონკურსანტების მიერ.

შეფასება და გამარჯვებულის
დაჯილდოება:

საკონკურსო კოქტეილებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური შემდეგი პროფესიონალური კრიტერიუმების მიხედვით:
გამოვლინდება I,II და III ადგილების გამარჯვებული.

სტილი:
შეფასდება ბარმენის პრეზენტაციის სტილი, შერჩეული ჭურჭელი, აქსესუარები და ასევე ბარმენის ჩაცმულობის სტილი.

ტექნიკა:
შეფასდება ხელსაწყოების, ყინულის და სხვა ინვენტარის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი, მოძრაობების სიზუსტე, სამუშაო ადგილის სისუფთავე, სიზუსტე დოზირების დროს და სხვა.

დეგუსტაცია:
შეფასდება ვიზუალი, კოქტეილის დეკორი, არომატი, გემო

პრეზენტაცია:
მონაწილემ მიკორფონის მეშვეობით უნდა წარადგინოს საავტორო კოქტეილი, საკონკურსო ჟიურის

ჩემპიონატის მიზანია: გამოვლინდეს გამარჯვებული, რომელიც გაემგაზვრება 7-9 ნოემბერს 2016 ქ. კიევში ბარმენთა საერთაშორისო ფესტივალზე Nemiroff Bar Camp.

ჩემპიონატის მისია: ბარმენების პროფესიული უნარების ამაღლება, გამოცდილების გაცვლა. ღონისძიების სპონსორია ნემიროვი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS