20 ოქტომბერი, 2016
ცნობილი ადამიანების ოთხფეხა მეგობრები
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ. ზოგთან კი ისე ხდება, რომ თავად პოპულარობა მოდის და რამდენადაც უცნაურად არუნდა ჟღერდეს, ამ "ზოგს" შორის ხშირად ცხოველებსაც ვხვდებით. დიახ, ცხოველებს, ვარსკვლავების ოთხფეხა მეგობრებს.

შორენა ბეგაშვილის დიდ გემოვნებიანად მოწყობილ სახლს სითბოსა და სიმყუდროვეს პატარა ოთხფეხა ოჯახის წევრები მიმი და პენელოპა მატებენ. პეკინესი "პენელოპა" 5 წლისაა. ხოლო ჩიხუახუა (ჩიუაუა), რომელსაც მიმის ეძახიან - 4 წლის. "პენელოპაც და მიმიც ლეკვობიდან მყავს" - ამბობს ტელეწამყვანი.

მიმი როცა
შეიძინა იმდენად პატარა ყოფილა, თურმე შორენა მას ბოთლიდან აჭმევდა, პენელოპა კი მისი შვილისთვის, ევასთვის უჩუქებია დაბადების დღეზე.

პენელოპას განსაკუთრებით უყვარს ევა, გაღვიძებისთანავე მასთან მიდის და ეფერება. მიმი კი შორენას არ შორდება გვერდიდან.

Rating

პეკინესიც და ჩიხუახუაც სახელგანთქმულები არიან, როგორც პატარა და ავი ძაღლები. მიმი სახელს ამართლებს, ყოველთვის შორენას გვერდითაა და თუ მის პატრონს ვინმე მიეკარება ძალიან ბრაზდება. იგივეს ვერ ვიტყვით პენელოპაზე. ის ძალიან მეგობრული და თბილი ძაღლია.


ია ფარულავა კატებზეა შეყვარებული, სოციალურ ქსელში ფისოების მოყვარულთა ჯგუფის წევრია და საკმაოდ აქტიურად აკომენტარებს საყვარელი კნუტების ფოტოებს. 2014 წელს მან შეიძინა პატარა, შავი კნუტი რომელსაც კაწია დაარქვა.

Rating











































კაწიას სახლში მოყვანიდან მალევე, მსახიობს სახე შეუშუპდა, რამაც ბუნებრივია აფიქრებინა, რომ ალერგიული იყო. იამ სანამ ექიმთან მივიდოდა, ძალიან ინერვიულა ის ფაქტი, რომ მეგობართან გამომშვიდობება მოუწევდა თუ მისი ეჭვები გამართლდებოდა.

უცნობია რამ გამოიწვია მსახიობის სახის შეშუპება, რადგან დღესაც კატა მისი ბინის ბინადარია. 


ნანიკო ხაზარაძის
კატის სურათებმა სოციალური ქსელები ააჭრელა. ტელეწამყვანის ფისო ეგვიპტური ჯიშისაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უშნოდ და მახინჯად მიიჩნევს ამ ჯიშის კატებს,

Ratingნანიკოს თავისი შინაური ცხოველი ძალიან უყვარს. ის ოთხფეხა მეგობარზე ყოველთვის ზრუნავს, აჭმევს განსაკუთრებულ საჭმელს, ეფერება, ასმევს წამლებს როცა ავად ხდება, ყოველთვის სუფთად ყავს და პატრონი საპასუხო სითბოს კატისგანაც გრძნობს.
Rating


არანაკლებ ცნობილია საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ჰიბრიდული ჯიშის კოკერსპანიელი.

ყოფილმა პრეზიდენტმა ძაღლი მხოლოდ უმცროსი ვაჟის გამო დათმო და ოდესაში აღარ წაიყვანა.
Rating
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ოთხფეხა მეგობრის გარეშე დასვენება ვერ წარმოუდგენია.

Rating
ძაღლის სურათი ოდესის გუბერნატორს მობილურზე ეყენა. კოკერსპანიელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ახალი, საყვარელი ოჯახის წევრია.

მარიამ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS