19 ოქტომბერი, 2016
ირაკლი ალასანიას შვილიშვილის სახელს რამდენიმე დღე არჩევდნენ
ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შვილიშვილის სახელის შერჩევასთან დაკავშირებით წერს:

''რომ დაიბადა, თინათინიაო, - ყლუპ! ვადღეგრძელეთ თინათინი. მეორე დღეს, ნატალიას უფრო გავსო, - აბა, დავლიეთ, დავლიეთ! დავლოცეთ ნატალია! მესამე დღეს , ნიჩურტები გვაქვს, ისევ თინათინიაო, არ დაგვზარებია, - ყლუპ-ყლუპ! თინათინი დავლოცეთ. მეოთხე დღეს სახლში ნატალია წამოვაცუნცულეთ, მთელი გზა ნატალია ერქვა. მოვედით და აუჰ! ეს რა დაგვემართა, თინათინი უნდა ჩაგვეწერაო!

ის ის იყო, ინიციატივის ჩემს თავზე აღება და დაბადების მოწმობაში სულგუნა ალასანიას ჩაწერა გადავწყვიტე, გამოცოცხლდნენ და თინათინი
დაარქვეს. ახლადმოვლენილი დენდელოზის ჩამბარებელი პირები, მაშასადამე მშობლები ირწმუნებიან, რომ ეს დასკვნითი და ურყევი გადაწყვეტილებაა.

თი-ნათ-ინი, - სახელი ლამაზია, ათინათებით სავსე, მზის ციმციმა სხივების და სითბოს ენერგიით''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Alasaniebs
Auu saxlshi ra gadatkvitet vis rashi ainteresebs , tinatinis dabadebas gilocavt
23:09 / 19-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გინდ თინათინი დაარქვით გინდა ნატალია, უფალი ფარავდეს, ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს!
22:40 / 19-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS