19 ოქტომბერი, 2016
ცნობილი ქართველების გამორჩეული ქორწილები, რომლებზეც დღემდე საუბრობენ
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მზის სხივი, რომელიც ერთი განსაკუთრებული დღის გათენებას მოასწავებს. ამ დღეს მუსიკებით, ყვავილებით, განსაკუთრებული სამოსელითა და სხვა უამრავი ნიუანსით აღნიშნავენ საყვარელ ადამიანთან სამუდამო თანაცხოვრების დაწყებას. სტატიაში განხილულია, როგორ აკეთებენ ამას ქართველი ცნობილი ადამიანები:

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში ბენ ჩეიმზე დაქორწინდა. დედოფალი აღფრთოვანდა ამერიკული ქორწილით, სადაც თითოეული ფინჯანი იყო შეხამებული ჩანგალთან, თითოეული ჭიქა - ყვავილთან და ყველაფერი ყვავილებით იყო მორთული. ქორწილი, რომელსაც ამერიკაში მოკრძალებულს ეძახიან, ქართველი ვარსკვლავის აღფრთოვანების მიზეზი გახდა. ყველაფერი განათებული და გემოვნებიანად
მორთული იყო. ნუკის ბენმა ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. "მიყვარს ჩემი ბიჭი!!ეს ბეჭედი ყოველ დილით კარგ განწყობაზე მაყენებს!!მიყვარს, მიყვარს, მიყვარს...

Rating
ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობარია, თუმცა მეუღლეები, რომლებიც მათ ყიდულობენ უფრო ძვირფასია.... ", - წერს ნუკი. საქორწინო ცერემონიაზე, დედოფალი საკურთხეველთან ტრადიციულად მამამ მიაცილა.

ქეთა თოფურიას არასდროს უოცნებია სადედოფლო კაბაზე და გრანდიოზულ საქორწინო ცერემონიაზე, თუმცა აქტიური მეგობრების დამსახურებით მას ერთიც ჰქონდა და - მეორეც. საქორწინო ცერემონიას წინ უძღვოდა ე.წ "ძევიშნიკი", თავისუფლებასთან გამოსამშვიდობებელი გოგონების საღამო, რომელსაც 21 გოგონა ესწრებოდა.
Rating
წინა საქორწინო ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ ბატი-ბუტის კოსტიუმებში გამოწყობილი სიმპათიური ახალგაზრდები, ერთ-ერთი მათგანი ბარზე დაწვა და მისი შიშველი სხეულიდან დედოფალმა მეგობრებთან ერთად ხილი მიირთვა. მეორედ ღეს, წყვილი ოფიციალურად შეუღლდა, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ არც მეჯვარეები ჰყავდათ და არც ჯვარი დაუწერიათ. ქეთას, ფრანგი დიზაინერის, სტეფან როლანდის შეკერილი კაბა იდეალურად ეხამებოდა დარბაზის დეკორს. ქორწილი მაქსიმ გალკინს მიჰყავდა. ქართველი მომღერლის რუსულ ქორწილში იმღერეს სოსო პავლიაშვილმა და ვალერი მელაძემ. "ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ არ იგრძნობოდა, რომ სადღაც რუსეთში ვიყავი რუსულ ქორწილში, ეს იყო  ერთი კარგი ქართველი ქალის ქორწილი" - ამბობს ქრისტინე იმედაძე.


განსაკუთრებით ექსტრავაგანტული იყო"ლელოს" მორაგბის, სანდრო ქოიავას იგივე ხაჭაპურასა და მარიამ დათუკიშვილის ქორწილი. წყვილს სახლის დასაგირავებლად ბანკიდან კრედიტის აღება უნდოდათ, რადგან მსესხებლები ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ მათ გადაწყვიტეს შეუღლებულიყვნენ. სანდრო და მარიამი რაგბის მოედანზე ბუცებით და შორტებით დაქორწინდნენ.

Ratingმარიამის მეჯვარეებს შავი მოკლე ქვედატანები და მწვანე მაისურები ეცვათ, წარწერით "მისტერ და მისის ხაჭაპურები", სიძის მაყრიონი - შორტებით, ხოლო მეჯვარე შოტლანდიური ეროვნული სამოსელით იყო შემოსილი. მარიამის ერთ-ერთი მეჯვარე ცნობილი ქართველი მსახიობი, თინა მახარაძე იყო.
Rating

ლევან ხურციამ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა ჯვარი მარიამ კუბლაშვილზე. მსახიობი ქართული ტრადიციული სამოსელით, ჩოხით იყო შემოსილი, დედოფლის კაბამაც დიდი ყურადღება და დადებითი შეფასება დაიმსახურასა ზოგადოებისგან. დარბაზი ცისფერ, თეთრ და ოქროსფერფერებში იყო გაწყობილი.

Rating
წყვილის ბედნიერებას არაერთი ცნობილი სახე იზიარებდა, მათ შორის იყო მომღერალი ლელა წურწუმიაც. 

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS