18 ოქტომბერი, 2016
როგორ აკრიტიკებს სოფო ნიჟარაძე თბილისობას - ''ნამდვილად არ ვაკლდი''
''თბილისობა 2016 ''-ის გალა კონცერტის სოციალურ ქსელში კრიტიკა არ წყდება. განსაკუთრებული კრიტიკა ბიძინა კვერნაძის ''შემოდგომის ყვავილებს'' მოჰყვა, რომლის რიმეიქიც ჯგუფმა ''ნიუტონმა'' გააკეთა. იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი პირველი კონცერტს ნატო გელაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ფეისბბუქზე დაწერა, რომ ხელშეუხებელს არ უნდა შეეხო.

''გრცხვენოდეთ...გრცხვენოდეთ! მე ამ კონცერტს დავარქმევდი ''უნიჭო პანაშვიდი თბილისს'' ხელშეუხებელს არ უნდა შეეხო, ან თუ შეეხები დიდი სიფრთხილით! ასე შეგიძლიათ საკუთარ შემოქმედებას მოექცეთ მხოლოდ და მხოლოდ. პ.ს ფეიერვერკებს არა უშავდა''

თბილისობას ეხმაურება მომღერალი სოფო ნიჟარაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში
წერს:

''თბილისობა 2016, ჰა, ჰა, ჰა, ჰა.''

სოფოს ფეუისბუქმეგობრები წერენ, რომ თბილისობას სოფო აკლდა.

''ნამდვილად არ ვაკლდი'' სიცილით წერს სოფო.
ბეჭდვა