10 ოქტომბერი, 2016
ეკა მიშველაძემ და იუნა შაფათავას ''პუტანკა'' უწოდა - ''პოლიტიკოსებო, ცოლებს პოლიტ - ეთიკის გავეთილები ჩაუტარეთ, თვალსა და ხელს შუა იმიჯს გიფუჭებენ''
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ რეჟისორ დავით იმედაშვილის ფეისბუქგვერდზე იუნა შაფათავას ''პუტანკა'' უწოდა.

ეს კომენტარი ეკა მიშველაძემ რეჟისორის მიერ დაშეარებულ მასალაზე გააკეთა, სადაც იუნა წერდა, რომ სცხვენოდა, რომ ქვეყანაში 26 პროცენტი უთავმოყვარეო ნაგავია.

ამ პუტანკას რატომ აშეარებ? ეკითხებოდა ეკა დათო იმედაშვილს.

მოგვიანებით ეკამ კომენტარი ჩაასწორა და ბოლოს საერთოდაც წაშალა, თუმცა იუნამ პრეზიდენტის პრესსსპიკერს შემდეგი კომენტარით უპასუხა.

''ეკატერინე მიშველაძის კომენტარზე -ჩემზე - შემდეგ ჩასწორებულზე, იკაიფეთ

ბუკა პეტ
რაშვილს არ ეწყინოს, არაპოლიტკორექტულობისთვის, თვით პრეზიდენტის უზადო რეპუტაციის მქონე პრესს მდივანმა რა თავშეუკავებელია, თან ღირს კი ჩემზე ნერვიულობა...?

ძლივს მოვედი ხასიათზე, მადლობა, ეკა! (დათო იმედაშვილი გამოტოვეთ, რეჟისორია, ემოციურია, გაარკვეული გვაქვს სტატუს ქუო დიდი ხანია. "ოცნების ქალაქის" რეჟისორია, პროიუსერი, ხელოვანია, ეპატიება.

არადა, მინდოდა დამეწერა, გული დამწყდა, ალასანიას პარტიას რომ ადგილი არ ერგო პარლამენტში - გულზე ხელის დადებით ვამბობ...

პოლიტიკოსებო, ცოლებს პოლიტ - ეთიკის გავეთილები ჩაუტარეთ, თვალსა და ხელს შუა იმიჯს გიფუჭებენ...... вот дура, с большой буквы'', წერს იუნა და ეკა მიშველაძის კომენტარის სქრინს აქვეყნებს. 

Rating
ბეჭდვა