06 ოქტომბერი, 2016
მაია რჩეულიშვილი პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს - როგორია ''ცენტს პოინტის'' დამფუძნებლის ცხოვრება ციხეში
არ წყდება ინტერესი "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ბედის შესახებ. ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხშირად წერს სოციალურ ქსელში. ამჯერად კი მაიას დისშვილი, ნინო დარასელი მაიას ციხეში ცხოვრებაზე გვიამბობს. ნინოს თქმით მაია ციხეში პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს.  

"თოდუას კლინიკაში პატიმრები დაჰყავთ ხოლმე და ისინიც კონტაქტს მონატრებულები, ექიმებს სხვადასხვა ამბებს უზიარებენ. ბოლოს განსაკუთრებული აღფრთოვანებით თურმე მაიაზე მოუყოლიათ, ჩემს ლამაზ დეიდაზე. გაოცებულები არიან, ეს რა უშუალო და კონტაქტური ყოფილაო და მისი კულინარიის ნიჭით კიდევ უფრო მეტად
აღფრთოვანებულან. საქმე იმაშია, რომ როცა საშუალებას აძლევენ, დგას თურნე მაია და მისი უკვე მეგობარი პატიმარი ქალებისთვის გემრიელ საჭმელებს ამზადებს სატრაპეზოში. უხ, როგორ ამზადებს რომ იცოდეთ.

მე კი ვიცოდი, მისაღებ ოთახში ყოფნას რომ სამზარეულოში დამხმარე ქალებთან ერთად ფუსფუსი, პარდონ მაი ფრენჩ დამებთან აწეული ნეკა თითით ყავის სმას, გემრიელ კახურ დიალექტზე მოსაუბრე ტასიკოსთან და თინასთან სიცილი რომ ერჩივნა, მაგრამ ეხლა მიხარია, რომ სხვებმაც დაინახეს, თან იმ ხალხმა ვისთანაც შეიძლება ისე ეცხოვრა ქუჩაშიც კი ვერ გადაჰყროდა ვერსად. ასე რომ, რაც არ გვკლავს... იმედია გვაძლიერებს. იმედია, თორემ მისი 50 კილოს და თეთრი პირსახის შემხდვარე ამას თამამად ვერ ვამბობ.

პ.ს. ვინც მიცნობს იცის ჩემს თავზე საუბარი არ შემიძლია, თხოვნა მიჭირს, ჩემი დარდის ვინმესთვის თავზე მოხვევა - მით უმეტეს. ჰოდა ამ ბოლო დროს ბევრმა მკითხა, სხვებს რომ თავზე გადაყევი ,მაიაზე რატომ არაფერს წერო?! გეტყვით, იმიტომ, რომ სხვა სხვაა, მაია კი მე ვარ", - წერს ნინო დარასელი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ююю
ამ ქალმა სვაბოდაზე 40 ლარად 8 კაცი დააპურა. შეიძლება ციხის ადმინისტრაციასთან შეკრულიცაა, რომ პატიმარს ისეთ თავბრუდამხვევ სადილს (?) მოვუმზადებ 32 თეთრზე მეტი არ დაგეხარჯებათ და დანარჩენი მე გადამიხადეთო. რა ვიცი, შეიძლება რუსუდანის ხაჭოსთვის უნდა
17:12 / 16-06-2019
გამოხმაურება / 0 /
რა გჭირთ ხალხო საკყთარი ბოღმა გახრჩობთ თუ ხვდებით ეს რა ჭირია რა ხდება ამდენი ღვარძლი. ცხოვრებაში აღსარება არ გითქვამთ
15:26 / 10-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ფარისევლებს აქ ვიტომ რომ ეცოდებატ ერტტი ტქვენტვის წრტვია კაპიკიც კი ტმებს დაიგლედიტ
არავის შერჩება სხვისი მოპარული და მიტაცებული კაპიკიც კი არა თუ მილიონები და ხახლსი გაუბედურება
09:35 / 10-10-2016
გამოხმაურება / 0 /
კატო
გრცხვენოდეთ ხალხოოოო
18:56 / 09-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
visra gonia codva da visra shegveshleba aravin icis amitom nu gansjit nuravis
21:04 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS