05 ოქტომბერი, 2016
რაში არ ეთანხმება თინა მახარაძეს ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი - ''ათასგვარი ნაგვის ქექვაში არ უწევთ დროის დახარჯვა''...
რამდენიმე დღეში საქართველოში არჩევნები ჩატარდება. მოახლოებულ არჩევნებთან ერთად სიტუაცია იძაბება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს. 

''ჩემი უცხოელი მეგობარი არტისტების (რეჟისორები,მსახიობები,მხატვრები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, დრამატურგები, ა.შ.)

ფეისბუქ აქტივობებს ვაკვირდები ხოლმე: პოლიტური შინაარსის არც ერთი პოსტი, სოციალური კრიტიკის შემცველი არც ერთი სტატუსი. აკეთებენ თავიანთ საქმეს ( სათქმელი თუ აქვთ რამე, საწუხარი (უმეტესად- პირადი ან წმინდა წყლის - ადამიანური ) და გასაკრიტიკებელი - ისიც ნაკლებად და აქა-იქ,
ამასაც თავიანთ საქმეში დებენ) და მხოლოდ ამ საქმის პროცესისა და შედეგის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას აქვეყნებენ.

შემეცოდება ხოლმე ჩვენი თავები. იძულებულები რომ ვართ, გვერდით გადავდოთ ჩვენ-ჩვენი სამუშაო ინსტრუმენტები:

კამერები, სცენარები, ფუნჯები, წიგნები, ყურსასმენები და დედა ვიგინოთ მარცხნივ-მარჯვნივ, იმიტომ რომ ჩვენი საქმის მშვიდად კეთების დრო ჯერ არ დამდგარა. ღვთისმშობელი რომ დიდი ხნის წინ მოკვდა და ობლის კვერი რომ გვიან ცხვება, ეგ არის მთელი ჩვენი ამბის კონცეპტი და სინოფსისი''.

თინას სტატუსს ქეთი დევდარიანი, ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი გამოეხმაურა და სტულიად საპირისპირო აზრი გამოთქვა.


''ძალიან ბევრი უცხოელი არტისტი (ამერიკელი) ღიად გამოხატავს პოზიციას ტრამპზე მაგალითად''.

თინამ ქეთის შემდეგი კომენტარიათ უპასუხა.:

''ტრამპზეც გამოხატავენ და ტერაქტებზეც, ცხადია. მსგავს ოდიოზურ პერსონებსა და მოვლენებზე არ მაქვს საუბარი და არც ძალიან სთარ არტისტებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. დაახლოებით -"მიდლ კლასის პერფორმერებს", ვისაც ჯერ ბევრი აქვთ სამუშაო, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიაგნონ და შექმნან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ნარმანიები არ ყავთ დასაცინ - საგინებელი და წინასაარჩევნოდ ათასგვარი ნაგვის ქექვაში რომ არ უწევთ დროისა და რესურსის დახარჯვა, მაგაზე ვლაპარაკობ''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლუკა
თინა ძაან მიკვარს. ცუც ხმა თინაზე
12:02 / 12-10-2016
გამოხმაურება / 0 /
აუუუ
აუ რა ბანძი მეტყველება აქვს ამ თინიკოს, დასანანია ესეთი ლამაზი სახის გოგო მეტად რომ ვერ განვითარდა
15:34 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ნეტვა, ვინ არიანა ამისი "მეგობრები" ამერიკაში. აქ ძალიან იშვიათია მეგობრობა. ოჯახი, ახლო ნათესავები, თანამშრომელი და ნაცნობები. მეზობელსაც თვეები გავა და ვერ შეხვდები
05:24 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ამერიკაში ჰოლივუდს ლომის წილი აქვს არჩევნებში. მსახიობები მილიონობით ფულს აძლევენ კანდიდატებს. ორიენტაცია დაკარგული და საკუთარი აზრის არ მქონე ხალხი კი ბაძავს ამ არტისტებს და თავიანთი რჩეული მსახიობის პარტიული ნიშნის მიხედვით აძლევს ხმას
22:07 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS