"აიფონ შვიდი და სხვა დანარჩენი
- დეიდა, თუ შეიძლება, არ მოვკვდები, რა… ხომ არ მოვკვდები? - მელოტი ბიჭი, რომელსაც სახეზე მწვანე ფერი დასდებია, საწოლზე წევს. ფანტომასს წააგავს ფრანგული კომედიიდან, თუმცა ეს კომედია როდია. ეს ტრაგედიაა და ეს რეალობაა.
- რას ამბობ, ჩემო პატარა, რას ჰქვია მოკვდები, რა დროს შენი სიკვდილია, - ამშვიდებს ის ბიჭუნას და თვალები ცრემლებით ევსება.
- დეიდა, იცი რაშია საქმე? შაბათს დედიკოს დაბადების დღეა, ეს საჩუქარი მე თვითონ გავაკეთე, არავინ დამხმარებია, ძალიან მინდა, გავახარო და დაბადების დღე მოვულოცო, ამიტომაც მინდა, რომ შაბათამდე არ მოვკვდე. თუ მოვკვდები, საჩუქარს ვეღარ ვაჩუქებ, გეხვეწები, შეიძლება, არ მოვკვდე? არ მოვკვდები, რა?
ონკოლოგია. პალატა მათთვის, ვინც სიცოცხელსა და სიკვდილს შორის არსებული ზღვარი გადალახა. ეს ბავშვები კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლებივით გამოიყურებიან, უკვე მკვდრები არიან. აქ ყველას სიცოცხლის რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, რამდენიმე კვირა ან უკეთეს შემთხევევაში - თვე. არავინ გაბედოს და თქვას, რომ ცხოვრებაში ამაზე საშინელი რამ აქვს ნანახი. იხილეთ სრულად