30 სექტემბერი, 2016
რომის პაპის დახვედრაზე პირველი ლედის ჩაცმულობამ "ფეისბუქზე" ფურორი გამოიწვია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი უწმინდესობა რომის პაპის, ფრანცისკეს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პაპს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად დახვდა.

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ პირველი ლედის ჩაცმულობას. საზოგადოება მაკა ჩიჩუას ულამაზესმა მწვანე კაბამ და დახვეწილმა სტილმა მოხიბლა. ინტერნეტ-მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მეუღლე ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოველთვის უზადოდ გამოიყურება. იხილეთ ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS