30 სექტემბერი, 2016
"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ
ვარსკვლავები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. უცხოელებისგან განსხვავებთ, ქართველი ცნობილები არ ცდილობენ ერთმანეთს საქმით აჯობონ. ისინი ძირითადად პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებით, პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდებიან ერთმანეთს და ამაზე საჯარო სივრცეში წერენ. "ამბები.გე" იმ ცნობილი ქართველების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

ყოფილი ტელეწამყვანი და ოლიმპიური ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა ხშირად აკეთებს სკანდალურ განცხადებებს. ის არაერთ ცნობილ ადამიანს დაუპირისპირდა. მათ შორის ნინა წკრიალაშვილს, ლელა წურწუმიას, ლუკა კურტანიძის ოჯახს. თუმცა ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება, რომელიც სიჭინავას სახელს უკავშირდება, მერიაში
დასაქმებულ მომღერლებს ეხება. რამდენიმე თვის წინ ხატია სიჭინავამ "ფეისბუქზე" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "მერიაში იყო ოცკაციანი სია, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ 5 000 ლარს. ესენი არიან, სტეფანე, კახუჩელა, ლელა წურწუმია, ნიაზ დიასამიძე, ზუმბა და მაია დარსმელიძე. ასევე კილაძის მარჯვენა ხელი ნეკა სებისკვერაძე. აი, ნახავთ, რა ადვილად მოერგებიან ახალ სიტუაციას. ეგეთი ხალხი ყველა "პრობკას" ერგება. ნინო ჩხეიძეს რომ შეეტენები, თუნდაც იმიტომ, რომ ფული აქვს. გული მერევა, რაა. მადლობა ღმერთს, რომ არსად არ ვართ გარეულები ჩვენ", - წერდა სიჭინავა.

მოგვიანებით სიჭინავას მაია დარსმელიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მისი სიზმრების შედეგი იყო. "ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია + ცილისწამება... რა ნამუსით წერ, რომ ყველა პრობკას ვერგები ან მოვერგები, თუ ჩემდამი ზიზღის მთავარი თემა და არგუმენტი ჩემი ნაციონალების გვერდში დარჩენაა?...და ხელფასის თემა უფრო ვრცლად, თუ შეიძლება, ძალიან საინტერესოა რომელ სიზმარში მნახე და სიზმრების ცნობარმა რაო?", - უპასუხა დარსმელიძემ ხატია სიჭინავას. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიტარა
ვაა...ეს ის სვეტი არ არი ინდიელთა კარავში რომ ცხოვრობდა და გაფცქვნილ ვაშლსა მიირთმევდა??????????????
06:42 / 01-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS